ავტორი:

"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე

"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე

ფოტო, რომელზეც ერაყის ყოფილ ლიდერ სადამ ჰუსეინს პისტოლეტი ქალის თავზე აქვს მიბჯენილი, ონლაინსივრცეში ძალიან პოპულარულია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს ერთგვარი "ფლირტია" ჰუსეინსა და მის ბიძაშვილს შორის, რომელიც, მოგვიანებით, ცოლად მოიყვანა.

ფოტოზე, სავარაუდოდ, საჯიდაა, სადამ ჰუსეინის პირველი ცოლი. სადამისა და საჯიდას ქორწინება გარიგებით შედგა, მშობლებმა გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა ისინი 10 წლისები იყვნენ. საჯიდას მამა სადამის ბიძა იყო.

სადამი ბიძაშვილზე 1963 წელს დაქორწინდა, მათ ხუთი შვილი შეეძინათ. ქმრის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს საჯიდა ევროპელი დიზაინერების სამოსს იცვამდა, ყოველთვის ძვირფასი სამკაული ეკეთა და მუქ თმას ქერად იღებავდა. ბაღდადში არცერთი მაღაზიის მფლობელს არ უყვარდა საჯიდას სტუმრობა, რადგან, მათი თქმით, პირველი ლედი ნივთების სრულ ღირებულებას არასოდეს იხდიდა.

სადამ ჰუსეინი ყოველთვის ცდილობდა, საზოგადოებაში მის შესახებ საუკეთესო აზრი ყოფილიყო გავრცელებული. ის ამტკიცებდა, რომ ძალიან კარგი მამა და ქმარი იყო.

1978 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქორწინებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია.

საჯიდასადმი ასეთი ერთგულება და პატივისცემა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან სადამს უამრავი რომანი ჰქონდა ქორწინების პარალელურად. ყველაზე გახმაურებული ურთიერთობა კი მას სამირა შაბანდართან აკავშირებდა, რომელიც სხვა მამაკაცზე იყო დაქორწინებული. ამის მიუხედავად, სადამი და სამირა 1986 წელს საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

1980 წლიდან ჰუსეინი სამირასთან ერთად საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა, რაც საჯიდას და მისი ოჯახის განრისხებას იწვევდა. სიძეს (და ამასთანავე, ბიძაშვილს) ხმამაღლა აკრიტიკებდა საჯიდას ძმა, ადნან ხაირალაჰი, რომელიც, სწორედ იმ პერიოდში, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ დიქტატორის ერთ-ერთმა მცველმა აღიარა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტჟება ჰუსეინმა მას დაავალა.

ომის პერიოდში ჰუსეინის ოჯახის ბევრი წევრი გახდა იძულებული, ერაყიდან გაქცეულიყო. საჯიდა მდიდრულ ცხოვრებას მხოლოდ 2003 წელს შეელია, ბაღდადის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ის ყატარში გაემგზავრა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰუსეინის ცოლმა თავშესაფარი შვილებთან ერთად ბრიტანეთში მიიღო, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა არასოდეს მისცემს თავშესაფარს ადამიანებს, ვინც ადამიანის უფლებებს ლახავენ.

სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით 2006 წელს დასაჯეს. 69 წლის სადამი ბაღდადში ჩამოახრჩეს. ერაყის ტელევიზიამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის პროცესი აჩვენა, ყოფილი დიქტატორი მშვიდად გამოიყურებოდა, მან უარი თქვა სიკვდილის წინ თავზე ტომრის ჩამოცმაზე.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ინდოეთში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა