ავტორი:

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალური ქსელ "ტელეგრამში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ კატირ-იურტში ექსტრემისტების ექვსკაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი ბოლო ტერორისტულ-ექსტრემისტული ჯგუფი იყო, რომლის ლიდერიც გახლდათ საველე მეთაური, "ჩეჩნეთის უკანასკნელ ემირად" მონათული ასლან ბიუტუკაევი.

"ცხვრებისეული ვალდებულება შევასრულე, ის მკვდარია" - განაცხადა რამზან კადიროვმა.

როგორც ირკვევა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სპეცოპერაციის შესახებ თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია და მის გეგმაში გარკვეული კორექტირებაც შეიტანა. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ პუტინმა კადიროვს დაურეკა, ბიუტუკაევის ჯგუფის ლიკვიდაცია მიულოცა და ოპერაციის ყველა მონაწილეს სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა.

რაც შეეხება ასლან ბიუტუკაევსა და მის თანამოაზრეებს, მათ ჩეჩნეთის სახელმწიფო უკვე დიდი ხანია დევნის, მეტიც, ისინი ქვეყნის მასშტაბით ძებნილთა სიაში შედიოდნენ, რადგან გამოძიების თანახმად ბიუტუკაევი დომოდედოვოს აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, რუსეთში, დომოდედოვოს აეროპორტში თავი აიფეთქა ასლან ბიუტუკაევის მიერ აღზრდილმა ტერორისტმა მაგომედ ევლოევმა. შედეგად 37 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რაზმან კადიროვი სპეცოპერაციის დაგეგმვაში თავად იღებდა მონაწილეობას.

რა ვიცით ასლან ბიუტუკაევის შესახებ და რა მიზეზით მტრობდნენ მას ვლადიმირ პუტინი და რაზმან კადიროვი?!

მას ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც ცნობილ ტერორისტს და "ჩეჩნეთის უკანასკნელ ემირს", რომელიც ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მასშტაბით ძებნილად იყო გამოცხადებული.

ასლან ბიუტუკაევი ადრე რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია "კავკასიის საამიროს" ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი ჩეჩნეთის ცნობილი ლიდერის, დოკუ უმაროვის უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა. უმაროვს კი სურდა, რომ რეგიონი "კავკასიის ხალიფატად" ექცია და ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე გამხდარიყო.

მოგვიანებით, 2015 წლის ივნისში, ბიუტუკაევმა, როგორც თვითმკვლელი ბატალიონის "რიად ალ-სალიჰინის" მეთაურმა, ტერორისტად აღიარებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის წინაშე, ყველა ჩეჩენი ბოევიკის სახელით ფიცი დადო. ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერი ბიუტუკაევი 2013 წელს გახდა, მაშ შემდეგ რაც ყოფილი ლიდერი დოკუ უმაროვი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

აშშ-მა "ფაიზერის" ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა - "გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია"

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში საიუველირო მაღაზიის ძარცვისას მძევლები აიყვანა - რას წერს "დოიჩე ველე"