ავტორი:

უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"

უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"

მინდა ქართველები დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება ვინმემ დაგეგმოს ხუთი ადამიანითა და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუციის მოწყობა? ყველაფერი ეს რუსულ პროპაგანდას ჰგავს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაცია აქვს დაკავებულების ოჯახის წევრებთან.

„უკრაინელების მიტინგები იმართება საქართველოს საელჩოებთან. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ და საქართველომ იმეგობრონ. ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარს ქართველები. ეს ხალხი სამხედროები არ არიან. რიგითი მოქალაქეები არიან. ვფიქრობ, ამიერიდან ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ღირს თუ არა საქართველოში ჩამოსვლა თუ მათთვის ასე იარაღის ჩადება შეუძლიათ. იმედი მაქვს გაირკვევა, რომ ეს არ არის საქართველოს შსს-ს პროვოკაცია, არამედ ვიღაც სხვამ ჩაუდო დაკავებულებს იარაღი, ვინაიდან არ მსურს იმის დანახვა, რომ საქართველოშიც არის რუსული პროპაგანდის, რუსული ФСБ-ს მეტასტაზები. რაც შეეხება ჩემი დაკავების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არამზადა და ქურდმა გაავრცელა, მიმართეთ შსს-ს, აქვთ თუ არა მათ ჩემთან მიმართებაში კითხვები“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, პროკურატურა საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით კი, დაკავებულების 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები