ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ინაუგურაციაზე - რა ინფორმაციას ადასტურებს და რა დეტალებზე არ საუბრობს არჩეული პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ინაუგურაციაზე - რა ინფორმაციას ადასტურებს და რა დეტალებზე არ საუბრობს არჩეული პრეზიდენტი?

მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდება.

საკითხი მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე გავა.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები