ავტორი:

"ჯორჯიან" - “ბიბლუსის“ პირველი ტურისტული მაღაზია, რომელიც ქართული ბრენდის პოპულარიზაციას ემსახურება

"ჯორჯიან" - “ბიბლუსის“ პირველი ტურისტული მაღაზია, რომელიც ქართული ბრენდის პოპულარიზაციას ემსახურება

საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ გახსნა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწარმეობის ხელშეწყობას.

„გვსურს, ტურისტებმა საქართველოში სტუმრობისას, მაქსიმალურად შეიგრძნონ ჩვენი ქვეყნის დადებითი მხარეები და იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც საქართველოში სტუმრობისას იღებენ, შეძლონ და ქართული ბრენდების მიერ დამზადებული პროდუქციაც შეიძინონ, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა. მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან“ ახალი გახსნილია, აქ წარმოდგენილი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო იქნება“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ.

აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.

„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახლად გახსნილი მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“ საქართველოს მასშტაბით 60 წიგნის მაღაზიას აერთიანებს. კაფე „პიატოს“, არტისა და კრაფტის სახელოსნოს, ბიბლუსი გალერეებს და ახლა უკვე „ჯორჯიან-ს, რომელიც მზადაა მოემსახუროს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ