ავტორი:

"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი

"დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული..." - როგორ ინაუგურაციას გეგმავს ბასა ფოცხიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე, ხოლო საღამოს ოფიციალური მიღება წინანდალში გაიმართება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, მასთან ერთად ინაუგურაციის ღონისძიებებზე მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე იმუშავებს.

"ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად ევროპული ღონისძიება.

შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. დიდი ჯგუფია, რომელიც იმუშავებს, რადგან არის დიდი ღონისძიება. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება. მუშაობა მიდის სხვადასხვა ღონისძიებაზე. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დავიწყებთ მუშაობას.

ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი და სათუთი ადგილი. ვფიქრობ, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება საინტერესო სანახაობა.

ოფიციალური მიღება სავარაუდოდ, წინანდალში გაიმართება. ჯერჯერობით სხვა ვარიანტი არ განიხილება",- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?