ყველაზე მძლავრმა Bugatti Veyron-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ყველაზე მძლავრმა Bugatti Veyron-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კომპანიამ Bugatti ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ჰიპერქარის ყველაზე მძლავრი ვერსია - Bugatti Veyron Super Sport.

გამომცდელებმა ავტომობილის სიჩქარე და სხვა მახასიათებლები დებიუტამდე  Volkswagen-ის პოლიგონზე გამოცადეს, სადაც დამსწრე გერმანულმა ტექნიკურმა სააგენტომ სერიულ ავტომობილებს შორის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 431 კმ/სთ.

ეს სიჩქარე ავტოდრომზე Bugatti Veyron-ის ორი გასვლის საშუალო მაჩვენებელია. პირველ ჯერზე ჰიპერქარის სპიდომეტრმა 427 კმ/სთ, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას კი - 434 კმ/სთ აჩვენა.  

აღსანიშნავია, რომ Bugatti Veyron Super Sport-ის მწარმოებლები კლიენტთა უსაფრთხოებისთვის გასაყიდი ავტომობილის სიჩქარეს 415 კმ/სთ-მდე შეზღუდავენ. როგორც წესი, ამაზე უფრო დიდ სიჩქარეს საბურავები ვეღარ უძლებს.

1200 ცხ-ძალიანი (1500 Нм) ფორსირებული ძრავით W16 აღჭურვილი Bugatti Veyron Super Sport-ის ხუთი ეგზემპლარი უკვე გაყიდული., სულ რამდენი ასეთი ავტომობილი დამზადდება, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)