საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ ახალმთვარეობას და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე ვენერა მორიელში - ასტროლოგის რეკომენდაციები

11:33 / 07-12-2018

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი დღე­ვან­დელ ახალმთვა­რე­ო­ბა­სა და უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს:

"7 დე­კემ­ბერს 11:20-ზე მშვილ­დოს­ნის ნიშ­ნის მე-15 გრა­დუს­ზე ამ წლის ბოლო ახალმთვა­რე­ო­ბაა. მზე, მთვა­რე და იუ­პი­ტე­რი ერ­თად იყ­რი­ან თავს ცის კა­ბა­დონ­ზე. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახალმთვა­რე­ო­ბის დროს ღა­მის მნა­თო­ბი სა­ერ­თოდ არ ჩანს ხოლ­მე არც დღი­სით, არც ღა­მით, ის მზის სხი­ვებ­ში იკარ­გე­ბა.

ახ­ლმთვა­რე­ო­ბა მშვილ­დო­სან­ში - ეს ის დრო გახ­ლავთ, რო­დე­საც ჩვენ­ში მო­მავ­ლის იმე­დე­ბი ისა­ხე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით იმსჭვა­ლე­ბი­ან და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უპი­რო­ბოდ სჯე­რათ.

ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ცო­ტა­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ახალმთვა­რე­ო­ბის ჟამს მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა გვაქვს და ეს ჩვენს ნა­ბი­ჯებს ილუ­ზო­რუ­ლო­ბის სა­ბურ­ველ­ში ახ­ვევს. ახალმთვა­რე­ო­ბის ზე­გავ­ლე­ნა გა­მოკ­ვე­თი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი და სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა მშვილ­დოს­ნე­ბი­სათ­ვის და ვერ­ძის ბოლო გრა­დუ­სებ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. ხოლო თევ­ზე­ბის 13-14-15 გრა­დუს­ზე და­ბა­დე­ბუ­ლებს, ან მათ ვი­საც აქ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ჰყავთ, შე­საძ­ლოა და­უ­ფიქ­რე­ბელ­მა ნა­ბი­ჯებ­მა სირ­თუ­ლე­ე­ბი მო­უ­ტა­ნონ. ამი­ტომ ვიდ­რე რა­მეს გა­დაჭ­რით გა­და­წყვეტ­დეთ, კარ­გად აწონ-და­წო­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი.

სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გი პე­რი­ო­დია სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა­ზე ხე­ლის აღე­ბის­თვის, თვა­ლე­ბის ფარ­თოდ გა­ხე­ლი­სა და რე­ა­ლო­ბის­თვის გას­წო­რე­ბის­თვი­საც. ვი­ნა­ი­დან ახალმთვა­რე­ო­ბა ტყუ­პე­ბის ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­ში ხდე­ბა, შე­საძ­ლოა ამ ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­უს­ვენ­რად იგ­რძნონ თავი. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

და­ნარ­ჩე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის ახალმთვა­რე­ო­ბის, მისი წინა და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. უფრო ზუს­ტი პროგ­ნო­ზის­თვის ჩა­ი­ხე­დეთ თქვენს პი­რად რუ­კებ­ში და ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა მშვილ­დოს­ნის მე-15 გრა­დუ­სი თქვენ­თან. შე­სა­ბა­მი­სად იმ სახ­ლის თე­მე­ბი იქ­ნე­ბა წინ წა­მო­წე­უ­ლი და არამ­ხო­ლოდ ეს დღე­ე­ბი, არა­მედ მთვა­რის მომ­დევ­ნო ფა­ზამ­დე.

***

2 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რამ და­ტო­ვა სას­წო­რის ნი­შა­ნი და ღრი­ან­კა­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენც უკვე ვე­ნე­რას გავ­ლე­ნას უკვე მო­რი­ე­ლის ნიშ­ნის ჭრილ­ში ვიგ­რძნობთ. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ისე ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჩვენს ეს­თე­ტი­კას, ჩვენს არ­ჩე­ვანს, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის უნარს. ყვე­ლა­ფე­რი ეს მო­რი­ე­ლურ პრიზ­მა­ში გან­ვი­თარ­დე­ბა. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ სას­წო­რი ვე­ნე­რა­სათ­ვის მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შანს, ანუ სა­კუ­თარ სამ­ფლო­ბე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და. მო­რი­ელ­ში კი სა­დაც მარ­სი­ა­ნულ-პლუ­ტო­ნუ­რი ძა­ლე­ბი მე­ფო­ბენ, ვე­ნე­რა გა­ძე­ვე­ბა­შია, - ანუ აქ საკ­მა­ოდ შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლად და უხერ­ხუ­ლად გრძნობს ხოლ­მე თავს, რის და­ფარ­ვა­საც სარ­კაზ­მით ცდი­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც უფრო კრი­ტი­კუ­ლე­ბი და დამ­ცი­ნა­ვე­ბი ვხდე­ბით, მო­რი­ე­ლის ნი­შა­ნი მარ­თავს დიდ პო­ლი­ტი­კას, მსხვილ ბიზ­ნესს, ომებს, კრი­ზი­სებს და სექ­სუ­ა­ლურ და სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ტრანსფორ­მა­ცი­ულ თე­მებს.

არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად ვე­ნე­რას ამ ნი­შან­ში ტრან­ზი­ტის პე­რი­ოდ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ადა­მი­ა­ნებს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სი­სად­მი ლტოლ­ვა და ვნე­ბა უძ­ლი­ერ­დე­ბათ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა ხოლ­მე; რად­გან იმავდრო­უ­ლად მა­ტუ­ლობს ახა­ლი, არ­ცთუ უხი­ფა­თო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის სურ­ვი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლი­ბი­დო ვნე­ბი­ა­ნი, თავმბრუ­დამ­ხვე­ვი სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა რომ გახ­დეს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ფა­რუ­ლი ან სა­ი­დუმ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო შემ­თხვე­ვე­ბიც. თუმ­ცა ღრი­ან­კა­ლი ფრი­ად მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია და ამ მხრი­ვაც გა­მო­ა­ჩენს თა­ვის სა­ცე­ცებს. ამ მედ­ლის უარ­ყო­ფით მხა­რეს წარ­მო­ად­გენს ის რომ, ვე­ნე­რა მო­რი­ელს ხში­რად ავი­წყდე­ბა, ან არ სურს პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამ მო­მენ­ტმა შე­საძ­ლოა გა­არ­თუ­ლოს არა მხო­ლოდ ინ­ტი­მუ­რი, არა­მედ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც, რაც ფი­ნან­სურ მხა­რე­ზეც პრობ­ლე­მუ­რად აი­სა­ხე­ბა.

ეს პე­რი­ო­დი ხში­რად იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ საკ­მა­ოდ რთულ­დე­ბა ხოლ­მე ფი­ნან­სუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც, შე­საძ­ლოა გამ­წვავ­დეს ისე­თი საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ალი­მენ­ტებს, გა­და­სა­ხა­დებს, კრე­დი­ტებს და მსგავს თე­მებს. ამ დროს თით­ქოს მი­დის გა­მოც­და კავ­ში­რე­ბის გამ­ძლე­ო­ბა­ზე. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შეძ­ლებთ და ამ თვეს ზედ­მე­ტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნის გა­რე­შე გა­და­ა­გო­რებთ. თუმ­ცა ეს უფრო ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ ხალ­ხს ეხე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ვე­ნე­რა მო­რი­ე­ლის პე­რო­დი ხელ­საყ­რე­ლია სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი­სა და გან­წმენ­დი­სათ­ვის.

ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა:

1. ეცა­დეთ არ აკ­რი­ტი­კოთ ახ­ლობ­ლე­ბი, პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­პყა­რით მათ გრძნო­ბებს.

2. ნუ მი­ი­ღებთ უცა­ბედ და მკვეთრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

3. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას

4. ნაკ­ლე­ბი ფლან­გეთ.

5. ყური უგ­დეთ სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ას.

ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში 6 იან­ვრამ­დე დარ­ჩე­ბა

მთე­ლი ამ კვი­რის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, რო­მელ­საც ამავდრო­უ­ლად მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში არ­სე­ბულ მზი­სა და იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბას­თან აქვს ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტი (კვად­რა­ტუ­რა). მზის, იუ­პი­ტე­რი­სა და მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბა გა­და­სა­რე­ვად კარ­გი იქ­ნე­ბო­და და უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მოგ­ვცემ­და, რომ არა მერ­კუ­რის მარსთან კვად­რა­ტი. ას­პექ­ტი, რო­გორც ხვდე­ბით, კონ­ფლიქ­ტუ­რია და კა­მათს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნებს შო­რის. დავა, მეტ­წი­ლად, იდე­ო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რად აჟი­ტი­რე­ბულ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში კი სა­ვა­რა­უ­დოდ - საპ­რე­ზი­დენ­ტო თემა წა­მო­იწვს, თუმ­ცა სხვა ნაკ­ლებ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ჩვე­ნე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბის გამო. სჯობს, თავი შე­ვი­კა­ვოთ კონ­ფლიქ­ტში შეს­ვლი­სა­გან და ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი სა­კე­თე­ბე­ლი ვა­კე­თოთ. რა­ღა­ცე­ე­ბი, რო­გორც იტყვი­ან, - გა­ა­ტა­რეთ. შე­დე­გი ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აწე­წილ ნერ­ვებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მის შემ­თხვე­ვა­ში.

და­ეყ­რდე­ნით სა­ტურ­ნი­სა და მარ­სის სექ­სტილს, ანუ პრაგ­მა­ტუ­ლო­ბას თქვენს ქმე­დე­ბა­ში, კა­ნო­ნის, გნე­ბავთ მო­რა­ლუ­რის, გნე­ბავთ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წე­რი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მას. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ცაზე ურა­ნი­სა და ვე­ნე­რას და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი გან­ლა­გე­ბა ქმნის და­ძა­ბუ­ლო­ბას. ურა­ნი­სა და ვე­ნე­რას შო­რის ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შფოთ­ვა­სა და გა­ღი­ზი­ან­რე­ბუ­ლო­ბას იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნებს სურ­ვი­ლი აქვთ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მი­ღე­ბის, არა ისე­თის, რაც აქამ­დე ჰქონ­დათ. თუმ­ცა ბო­ლომ­დე გარ­კვე­უ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებ­ში მა­ინც არ არი­ან, და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად ვერც ხსნი­ან, რა სურთ. უბ­რა­ლოდ არის ემო­ცი­უ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლით. ასეთ­მა ას­პექ­ტმა შე­საძ­ლოა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­კე­ნაც უბიძ­გოს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ ნა­წილს. ჩნდე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი წე­სე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ამ ტრან­ზი­ტის დროს სა­ერ­თოდ არაა სა­სი­კე­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე არც პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა და არც ზო­გა­დად აქ­ტი­უ­რო­ბა ამ მხრივ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხაზ­გას­მულ იდე­ო­ლო­გი­ურ კუთ­ვნი­ლე­ბას ამ­ჟღავ­ნებთ რო­მე­ლი­მე დაჯ­გუ­ფე­ბის მხრივ.

ფი­ნან­სუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი შე­საძ­ლოა წარ­მო­იშ­ვას იმ ადა­მი­ან­თა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის გამო, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ უცა­ბე­დად მო­იხ­ვე­ჭონ სიმ­დიდ­რე და დოვ­ლა­თი. მე­გობ­რე­ბის ჩა­რე­ვამ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც და ზე­მოთ­ნახ­სე­ნებ­შიც, შე­საძ­ლოა უა­რე­სად გა­ამ­წვა­ვოს სი­ტუ­ა­ცია. საკ­მა­ოდ არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია სა­შო­პინ­გოდ. ასე­ვე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში, იმი­ჯში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად. ამ ას­პექ­ტა­ცი­ის მიერ შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა 5 დე­კემ­ბრის დღის ბო­ლომ­დე. კვი­რის შუა პე­რი­ო­დი თით­ქმის ნე­იტ­რა­ლუ­რია.

8 დე­კემ­ბერს დი­რექ­ტულ მოძ­რა­ო­ბას უბ­რუნ­დე­ბა მერ­კუ­რი და უკვე აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მათ ვი­საც რუ­კა­ში ეს პლა­ნე­ტა დი­რექ­ტუ­ლი გყავთ, უკვე შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ კონ­ტრაქ­ტე­ბი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, შე­ი­ძი­ნოთ ტექ­ნი­კა, და­ი­წყოთ სწავ­ლა. უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მოც­ვლა, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა. რეტ­რო მერ­კუ­რის პატ­რო­ნებს კი პა­უ­ზის აღე­ბა მო­უ­წევთ.

9 რი­ცხვი­დან კი უკვე ირ­თვე­ბა რა­მო­დე­ნი­მე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი, რომ­ლე­ბიც ცხა­დია სა­სი­კე­თო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნი­ან და ბევ­რად უფრო და­ა­ბა­ლან­სე­ბენ აქამ­დე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. მომ­დევ­ნო კვი­რი­დან კი ფაქ­ტი­უ­რად პლა­ნე­ტა­თა და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­შიც უფრო მეტ სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნას ექ­ნე­ბა ად­გი­ლი.

გაზიარება
ტეგები:
#ხათუნა ნოელი
#ახალმთვარეობა
#ვენერა მორიელში
მკითხველის კომენტარები /2/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდ
3
1
დაანებეთ ამ ჭორაობებს თავი და მჩხიბაობას,სოფელია მისახედი მიწა,,სოფელიიიიი თორემ ყველაფერი უკან მოგვრჩება,
10:30 / 08-12-2018
გამოხმაურება //
ნანა
14
4
ამას ზეპირად წერს, თუ საიდანმე იწერს? სასაცილოა!
16:01 / 07-12-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
20:24 / 21-02-2019
რომელია ჩვენი ზოდიაქოს მმართველი პლანეტა და რა თვისებებით გვაჯილდოებს იგი
20:48 / 20-02-2019
2019 წლის ულტრამოდური ფრანგული ვარცხნილობები
17:31 / 20-02-2019
ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია