ავტორი:

რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს. მათი ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრები და მათი მოადგილეები) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში.

"კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არაზუსტად აქვთ მითითებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში.

ამ კვლევაზე დაყრდნობით, BPN.GE გთავაზობთ ინფორმაციას მთავრობის იმ წევრთა ბიზნესების შესახებ, რომლებიც საწარმოებში წილს ჯერ კიდევ ფლობენ და არც გაჩუქებული აქვთ და არც სამართავად აქვთ სხვა პირისთვის გადაცემული. ამ პირთა შორის არიან:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა

ამ პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერ-ჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს. კერძოდ, ნინუას ეკუთვნის შპს „ქართული ვენახის” 25%-იანი; შპს „ქართული ბაღის” 33%-იანი და შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპის” 35%-იანი წილები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას წინა თვიდან იკავებს, თუმცა, მანამდე უწყებაში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული არც ხვთისიაშვილს აქვს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე

ის შპს „მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები