ავტორი:

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც" - ნინო კალანდაძე თანაგუნდელს აკრიტიკებს?

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.

როგორც კალანდაძე აცხადებს, საქართველოში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.

ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ მგონი აწი იწყება“, - წერს ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მართალია, კალანდაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს პოსტში არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოდ კრიტიკული მიმართვა მისი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის გუშინდელ პოსტს ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობის" წერვმა სალომე სამადაშვილმა, "ფეისბუქზე" პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ "აღარ აპირებს არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს". ამის მიზეზად კი სამადაშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, თუმცა საუბარმა არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები