ავტორი:

რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი

რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი

საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

„ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

პური გაძვირდა „იფქლიშიც“. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მათივე თქმით, ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

„მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა“, - განაცხადეს კომპანიაში.

როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"

რაზე ისაუბრა პრემიერმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან?

"სალონების მუშაობის შეზღუდვაზე ჯერჯერობით არ გვიმსჯელია, თუმცა "ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ჯანდაცვის მინისტრი