ავტორი:

"რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!" - ზაზა პაპუაშვილი "ნაციონალებს"

"რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!" - ზაზა პაპუაშვილი "ნაციონალებს"

"მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, არც მე არ მომწონს, მაგრამ ამოდიხართ ყელში" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში დაძაბული მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებმა გამოიწვია.

„ამას სწავლა არ სჭირდება, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. ბოლოს და ბოლოს რა გინდათ, სადამდე მიდიხართ... ორი საათია ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რას აღარ ამბობდა, პირიდან რა არ ამოსდიოდა, რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!

გამაგებინეთ, რა უნდა ასწავლოთ ხალხს, როცა 800-ჯერ გაგყარათ პოლიტიკიდან. აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, აღარ მესმის! მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, არც მე არ მომწონს, მაგრამ ამოდიხართ ყელში. საჩხუბარი მოედანიც არ არის, რომ კაცმა ნორმალურად იჩხუბოს. ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა?! როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია და ბოდიში მაინც თქვით" - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ზაზა პაპუაშვილმა ასევე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ზაზა პაპუაშვილის განცხადება გააპროტესტა.

'შენ შეუწყე ამას ხელი, რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის. შენ ნუ გაუკეთებ ამას პროვოცირებას და ეს ამბავი არ მოხდებოდა-მეთქი“, - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები