ავტორი:

კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე

კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე

თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მეორე დღეა ადგილზე იმყოფებიან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. ისინი ბოლო დეტალებს აზუსტებენ და გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილიც.

მისი თქმით, კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ქალაქი მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებისთვის მზად არის.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს წინანდლის მამულის ნაცვლად თელავის თეატრში უმასპინძლებს. ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

დღეს ყველაფერი დასრულდება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა და გერბი განთავსდეს, - ამის შესახებ ინაუგურაციისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სცენის მოწყობის სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს.

„დღეს ყველაფერი დასრულდება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა, ფონი და განთავსდეს გერბი და რაც მთავარია, დღეს გამოიფინება დროშები“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

მისივე თქმით, კონცეფციიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი და ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ფიცის დადების ცერემონია ჩატარდება, ხელოვნურ საფარს ერიდებიან.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებიც დაესწრებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცით, ღონისძიებისთვის ყველაფერი სახელმწიფო კომისიის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის თანახმად. დღეს ჩატარდება საბოლოო რეპეტიციაა. ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება. აღსანიშნავია, რომ იქნებიან მოწვეული სტუმრები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარი, საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი. ასევე ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას სამაჩაბლოში, აფხაზეთში და სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები, რომლებიც არიან დაჭრილები. ისინი როგორც სამხედრო პირები ისე დაესწრებიან ინაუგურაციას, მათთვის სპეციალური ტრიბუნაც არის გამზადებული. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს იმ გეგმით, რა გეგმაც არის დამტკიცებული სახელმწიფო კომისიის მიერ", - განაცადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები