ავტორი:

თელავში ინაუგურაციის სტუმრები იკრიბებიან - ნახეთ ფოტოები

თელავში ინაუგურაციის სტუმრები იკრიბებიან - ნახეთ ფოტოები

რამდენიმე წუთში, ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელავში საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

16.00 საათზე კი სალომე ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს.

თელავში ერეკლეს სასახლეში უკვე იკრიბებიან ინაუგურაციის სტუმრები, მათ შორის არიან როგორც უცხოელი სტუმრები, ისე ქართველი ცნობილი სახეები. მათ შორის უკვე გამოჩნდნენ: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, აკაკი ზოიძე, ნინო წილოსანი, მომღერლები აჩიკო მეფარიძე და თემურ თათარაშვილი...

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, "ინტერპრესნიუსი"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 340-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს