ავტორი:

"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე

"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, დღეს, საღამოს, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

„დღეს საღამოს მგონი კარგად უნდა გამოიხატოს. როგორ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, ამას კარგად უნდა გაეცეს პასუხი. მაინც, საბოლოო პასუხის გაცემა თბილისში ხდება, თუმცა მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.

ეს არ არის საქართველოს პოლიცია, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს, ამიტომ ჩემი აზრით, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, მთელი ძალების კონსოლიდაცია. ისინი დღეს ძალიან სუსტები არიან, მათ მოიპარეს არჩევნები, აქ ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს კი არ უპირისპირდება, „რუსთავი 2“-ზე“გასულმა საარჩევნო კომისიებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად. არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს.

VIDEO: სააკაშვილის პირველი რეაქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ

საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რისი გადაქცევად ივანიშვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუაპერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშტურო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, ყველა, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წავა, მგზავრობის საშუალება უფასოდ მისცენ.

„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს, მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება, ამიტომ ვინც ადგილზე იქნება, იქნება. მე მინდა, ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვა, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში“,- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები