ავტორი:

დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მის სახლთან პოლიცია მივიდა

დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მის სახლთან პოლიცია მივიდა

მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, სამართალდამცველებმა დატოვეს სადარბაზო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით კირკიტაძემ განუცხადა.

კირკიტაძის განცხადებით, ის აპირებს, რომ თავად მივიდეს პოლიციაში.

"ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში.

დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, ეს არის აგონიაში მყოფი მშიშარა ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ ამ მეთოდით ეურთიერთონ ოპოზიციასა და ხალხს" - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამართალდამცავები ამ დროისთვის კირკიტაძის კორპუსის მიმდებარედ იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - განმარტეს უწყებაში.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი