ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი დღე ათონელზე - პრეზიდენტი სამსახურში ფეხით მივიდა

სალომე ზურაბიშვილის პირველი დღე ათონელზე - პრეზიდენტი სამსახურში ფეხით მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა. სალომე ზურაბიშვილი სასახლეში რამდენიმე წუთის წინ, ფეხით მივიდა.

არსებული ინფორმაციით, სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბიშვილი შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება.

მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შევიდა, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები. აქ იქნება თქვენი სახლი" - მიმართა ზურაბიშვილმა მედიას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში მუშაობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები