ავტორი:

ბაგრატიონები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე - ფოტოებს საქართველოს სამეფო სახლი ავრცელებს

ბაგრატიონები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე - ფოტოებს საქართველოს სამეფო სახლი ავრცელებს

16 დეკემბერს თელავში გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლები, ძმები დავით და უგო ბაგრატიონები ესწრებოდნენ.

საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია დავით ბაგრატიონის შეხვედრა პრეზიდენტთან და პატრიარქთან.

ბაგრატიონები ესწრებოდნენ როგორც ინაუგურაციის ოფიციალურ ღონისძიებას, ისე წინანდალში გამართულ დახურულ მიღებას.

"საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი დავითი ძმასთან, ბატონიშვილ უგოსთან ერთად იმყოფებოდა თელავში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. ცერემონია გაიმართა ქართლ - კახეთის მეფის ერეკლე მეორეს სასახლეში.

სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. ოფიციალური ინაუგურაციის შემდეგ სტუმრების მცირე რაოდენობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სხვები, დაესწრნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ სადღესასწაულო ვახშამს" - ნათქვამია სამეფო სახლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ტექსტში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს