ავტორი:

გახსოვთ კაშპიროვსკი? აღმოჩნდა, რომ ის არსადაც არ გაუჩინარებულა

გახსოვთ კაშპიროვსკი? აღმოჩნდა, რომ ის არსადაც არ გაუჩინარებულა

გახსოვთ ანატოლი კაშპიროვსკი, რომლის სატელევიზიო სეანსებსაც რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა? როგორც აღმოჩნდა, ის არსადაც არ გამქრალა და სეანსებს კვლავ მართავს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის - აშშ-ში.

Fishki.net-ის ინფორმაციით, სატელევიზიო სივრციდან წასვლას კაშპიროვსკი ასე ხსნის:

„ტელევიზიაში ჟანგბადი გადამიკეტეს. თუმცა ხალხს ჩემი კვლავ სჯერა“.

ანატოლი კაშპიროვსკი ახლა 79 წლისაა, მის სეანსებს კი ახლა სხვა სახელები აქვს - „შემოქმედებითი საღამოები“ და „კონფერენციები“.

„მაქვს რუსული პასპორტი და უკრაინაში ცხოვრების უფლება. აშშ-ში, სადაც მაქვს საშუალება, პუბლიკის წინაშე წარვდგე, ჩემთან მოდიან ემიგრანტები, ძველი თაყვანისმცემლები და ამერიკელები. ამის გარდა, ტურნეებს ვმართავ ბევრ ქვეყანაში - ისრაელში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში... ვცხოვრობ რუსეთში. მოსკოვში ბინა მაქვს,“ - ამბობს ფსიქოთერაპევტი.

ცოტა ხნის წინ კაშპიროვსკიმ რუსეთში ჩაატარა გამოსვლების სერია, სახელწოდებით „მოვედი, რათა აღვადგინო ცოცხლები“, მოგვიანებით კი ამავე სახელწოდებით წიგნი გამოსცა.

გასულ წელს მან ჩაატარა აქცია, რომელსაც, ასევე ხმაურიანი სახელი ჰქონდა - „ცხვირის საერთაშორისო დისტანციური კორექცია“. აქციაში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა სუნთქვასთან დაკავშირებული, ან - ხვრინვის პრობლემები. არ ჰქონდა მნიშვნელობა, დედამიწის რა ნაწილში იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეები - საჭირო იყო მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში სრულად ყოფილიყვნენ კონცენტრირებულები სეანსზე და შემდეგ, 6 საათის განმავლობაში ცხვირს არ შეხებოდნენ.

ცნობილი „ტელეჯადოქარი“ უახლოეს მომავალში გეგმავს, მსგავსი აქცია სახესა და კისერზე კანის დასაჭიმადაც გამართოს.

კაშპიროვსკი განქორწინებულია, თუმცა ამბობს, რომ თუ იპოვის ქალს, ვისთვისაც ის „ღმერთი“ იქნება, მზად არის, ურთიერთობა დააკანონოს.

79 წლის ფსიქოთერაპევტი, ასაკის გათვალისწინებით, შესანიშნავ ფორმაშია და ყოველდღე ვარჯიშობს.

„სხვადასხვა დაავადებისგან 10 მლნ ადამიანი განვკურნე. ეს ციფრი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს. თუმცა, ნაკლებიც რომ იყოს - მილიონი, ანდაც 100 ათასი, განა ცუდია? დამისახელეთ ექიმი, ვისაც ამდენი მორჩენილი პაციენტი ჰყავს,თანაც - დისტანციურად, წამლებისა და ოპერაციების გარეშე,“ - ამბობს კაშპიროვსკი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ