ავტორი:

კახა კალაძე - საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა

კახა კალაძე - საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა

"ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ ქვეყანას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი ოპოზიცია სასურველია ხელისუფლებისთვისაც, რათა ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.

"თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა. ეს აგრესია, რაც ხდება ტელევიზორში, არის მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემოვიდეს მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა, რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

მივესალმებოდი მესამე ძალას, რადგან როდესაც ადამიანთან შედიხარ პოლემიკაში, არსებობს კორექტულობა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად, ოპოზიციური ძალა, რომელიც მიგითითებს შეცდომაზე და იმაზე, რა არ გააკეთე კარგად, ეს ნორმალურია", - განაცხადა კახა კალაძემ.

VIDEO: არის თუ არა "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი პოზიცია, ძირითად მეტოქედ ყოველთვის ჰყავდეს "ნაციონალური მოძრაობა"?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები