ზურაბ ნოღაიდელი: რასაც რუსეთი გვირჩევს, ჰილარი კლინტონმაც იგივე გვირჩია

ზურაბ ნოღაიდელი: რასაც რუსეთი გვირჩევს, ჰილარი კლინტონმაც იგივე გვირჩია

ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთისა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ რჩევებში განსხვავებას ვერ ხედავს.

"რასაც რუსეთში გვეუბნებიან და, რაც ჰილარი კლინტონმა გვითხრა საქართველოში ვიზიტისას, ერთი და იგივეა - ჩვენ ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი თავად უნდა გავაკეთოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნოღაიდელმა მოსკოვში, დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას.

მისივე თქმით, საქართველომ შეცდომები აღარ უნდა დაუშვას, ქართველი ხალხი თავად უნდა ეცადოს ქვეყნის გაერთიანებას, ეკონომიკის აყვავებას, სამართლიანობისა და დემოკრატიის დამყარებას.

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რიგით მერვე ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე