ავტორი:

ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ H1N-ია (ღორის გრიპი), - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს.

რა არის ღორის გრიპი, რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას? -გთავაზობთ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

რატომ ჰქვია მას ეს სახელი?

გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?

ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?

გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება...წაიკითხეთ სრულად

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

მეუფე შიო - ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით

რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს