ავტორი:

"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

"ცეკვავენ ვარსკლავების" ფინალური შოუ 31 დეკემბერს გაიმართება, რომელიც ამ სეზონის გამარჯვებულს გამოავლენს. ფინალში ორი ძლიერი წყვილია დარჩენილი (ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი, ამიკო ჩოხარაძე და ჯულიანა ბარგნარი). მათგან ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს გაიმარჯვებს... გთავაზობთ ინტერვიუს ირინკა კავსაძესთან, რომელიც 3 თვის წინ ამერიკიდან ამ შოუსთვის ჩამოვიდა და რომელსაც საქართველოში ისე მასობრივად, როგორც დღეს, არავინ იცნობდა.

ირინკა კავსაძე:

- ამერიკაში დავტოვე თეატრი, რადგანაც ცოტა ხნით რაღაც ახალი ნაბიჯი გადავდგი, ახალ საქმეს მოვკიდე ხელი. რა თქმა უნდა, იქაურობა მენატრება, "სინეტიკის" თეატრი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა, მაგრამ იქიდანაც მგულშემატკივრობენ, ძალიან ყურადღებით ადევნებენ ამ პროექტს თვალ-ყურს. უხარიათ ჩვენი წარმატება, რომ აქამდე მოვედით და ახლა კი უკვე ფინალში ვართ.

- ვიცი, რომ მამაშენი, ირაკლი კავსაძე ახლა აქ არის. ამერიკიდან საახალწლოდ შენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა?

- მამა ძირითადად ბაბუის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოვიდა, კახი შეუძლოდ იყო და ცოტა ხნით მამაჩემი შეენაცვლება სპექტაკლში, ბაბუაჩემის მაგივრად შევიდა წარმოდგენაში. სანამ კახი გამოჯანმრთელდება, მამა ითამაშებს. ეს სპექტაკლი "ანტუანი და პატარა უფლისწული" მამამ მოზარდმაყურებელთა თეატრში ცოტა ხნის წინ დადგა, 4 თვით იყო ჩამოსული და დბებიაჩემს, ბელა მირიანაშვილს მიუძღვნა. მოკლედ, ამ ყველაფერთან ძალიან ოჯახური მომენტი გვაკავშირებს და ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ჩამოსულიყო, რადგანაც, როგორც ვთქვი, ბაბუა ავად გახდა.

- ახლა როგორ არის ბატონი კახი?

- კარგად არის, საქმე უკეთესობისკენ მიდის - ყველაფერი კარგადაა.

- ირინკა, 3 თვის წინ საქართველოში, ვიწრო წრის გარდა, თითქმის არავინ გიცნობდა, თუმცა მაყურებელმა შენ მიმართ საოცარი მხარდაჭერა გამოხატა. ელოდი ამას, რაც მაყურებლისგან მიღე?

- ნამდვილად არ ველოდი. ამერიკიდან რომ ჩამოვედი და ამ პროექტში მოვედი, ვიყავი მხოლოდ კახის შვილიშვილი და არავინ მიცნობდა. არც იმას ველოდი, რომ მე და ოთო ფოლადაშვილი - ჩემი მეწყვილე, ფინალამდე მოვიდოდით. უბრალოდ, მეგონა, რომ ჩემთვის ამ შოუში მონაწილეობა კარგი გამოცდილება შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე, ყველაფერთან ერთად, გაირკვა, რომ ამ პროექტს ბევრი დადებითი აქვს, შეუძლია უამრავი რამ გასწავლოს, თან, ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება, მომავალში გამომადგეს. აქამდე რომ მოვედით, ეს მაყურებლის და ოთოს დამსახურებაა. მან ჩემში დიდი შრომა ჩადო. საოცარი ადამიანი და პროფესიონალია.

- შენც ბევრი იშრომე...

- ოთოა მთავარი, მე ვცდილობდი ყველანაირად მას მივყოლოდი. მადლობა ოთოს და მაყურებელს!

„ოქროს წინსაფარი, 12 მონაწილე და სამზარეულოში სრული მზადყოფნა“ - 24 მაისიდან "მასტერშეფი" ბრუნდება!

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია