ავტორი:

"იმედია, კალაძე დაფიქრდება და მის პოლიტიკურ მომავალს ხაზს არ გადაუსვამს..." - რატომ აჩენს ეჭვებს მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი?

"იმედია, კალაძე დაფიქრდება და მის პოლიტიკურ მომავალს ხაზს არ გადაუსვამს..." - რატომ აჩენს ეჭვებს მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი?

მერიამ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა. კომპანიებს მონაწილეობისთვის საკმაოდ მოკლე, 9-დღიანი პერიოდი მიეცათ.

აღნიშნული აუქციონი ექსპერტებს უამრავ შეკითხვას უჩენს - მოკლე ვადით და ინფორმაციის გავრცელების გარეშე აუქციონის გამოცხადება ხომ არ მიუთითებს, რომ წინასწარ არის შერჩეული კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში? რატომ ასხვისებს მერია მომგებიან მომსახურებას, რომელიც შესაძლებელია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც განახორციელოს?

მერიის აუქციონით, რომელიც შესაძლოა კორუფციულ ნიშნებს შეიცავდეს, BPN.GE დაინტერესდა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქმის შესახებ და იმ ეჭვებზე, რასაც აღნიშნული აუქციონი იწვევს.

"უხეში გათვლებით, გამარჯვებული კომპანია 20 წელიწადში მიიღებს 100 მილიონი ლარის მოგებას. ეს არის თანხა, რომელიც შეიძლებოდა შესულიყო თბილისის ბიუჯეტში და მოხმარებოდა სოციალურ სასადილოებს, სადაც ადამიანები დღეში 1 ლარად და 18 თეთრად იკვებებიან, სკოლებს, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია და ა.შ. გაუგებარია რატომ ამბობს უარს მერია ამ შემოსავლებზე. მეტრო, ავტობუსები არის ქალაქის, თბილისელების საკუთრება და გამოდის რომ მერია 12 მილიონ ლარად ჩუქნის სხვა კომპანიას ამ საკუთრებას, რომელიც თავად შეეძლო განეკარგა...

კახი კალაძე, რომელიც იმედისმომცემ პოლიტიკოსად მოგვევლინა, რომელმაც შეძლო გაეკეთებინა ის, რაც ვერ გააკეთა თუნდაც მისმა წინამორბედმა, რატომ უკავშირებს ასეთ ბუნდოვან გარიგებას საკუთარ სახელს? ან კალაძეს ამ ყველაფერს "უჩალიჩებენ", ან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.... ბევრი უწინასწარმეტყველებს მერს, დამოუკიდებელ, ძალიან წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას, თუმცა აქვე მინდა მივმართო, თუ კალაძე ამ ყველაფერს ხელს მოაწერს, მის პოლიტიკურ კარიერას დიდი წერტილი დაესმება" - ისაუბრა გადაცემაში ემა ტუხიაშვილმა ნახეთ გადაცემა სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები