ავტორი:

ვინ არის ბავშვი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი თავისი ქურთუკით გაათბო

ვინ არის ბავშვი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი თავისი ქურთუკით გაათბო

ინტერნეტმომხმარებლის დემო ლომიძის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც პატარა ბიჭი და ქუჩის ძაღლი არიან ასახულნი, "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებდა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭუნა, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი თავისი ქურთუკით გაათბო, 11 წლის ლევან გიორგაძეა. დღეს მასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სუნდუკიანის ქუჩაზე, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა.

"ლევანი გუშინ გავრცელებული ფოტოს გმირია, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებს მოზარდი თავის ქურთუკს ეზოში მწოლიარე მიუსაფარ ძაღლს. ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც ესტუმრა და სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებსაც გაეცნო" - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ფოტოები ახლავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ