ავტორი:

უმრავლესობის დაშლაზე გადაწყვეტილებას ალბათ, ივანიშვილი მიიღებს - ვახტანგ ძაბირაძე

უმრავლესობის დაშლაზე გადაწყვეტილებას ალბათ, ივანიშვილი მიიღებს - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტიკაში საკუთარი ადგილის ძებნა იწყება და ეს პროცესი, სწორედ ამის დასაწყისია. საბოლოო ჯამში, უმრავლესობის დაშლაზე გადაწყვეტილებას ალბათ, ივანიშვილი მიიღებს, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომას და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას.

ძაბირაძის მოსაზრებით, ის რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდში გადაჯგუფება დაიწყებოდა, მოსალოდნელიც იყო. მისი თქმით, პარლამენტი, ფაქტობრივად უკვე დაყოფილია, არის ძველი და ახალი თაობა და იწყება ბრძოლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ვის ექნება შანსი 2020 წელს მოხვდეს გამსვლელ სიაში.

„ეს ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო და ეს პროცესიც დაიწყო. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ გაარკვიოს თავისი ადგილი არსებულ, თუ მომავალ გუნდში, ვინაიდან გადაჯგუფებები იმასაც ნიშნავს, რომ - თუ იქ, არ არის ჩემი ადგილი, მაშინ ჩემი ადგილი უნდა ვეძებო სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ან გაერთიანებასთან. ანუ პოლიტიკაში საკუთარი ადგილის ძებნა იწყება და ეს პროცესი, სწორედ ამის დასაწყისია. ცხადია, ეს აქ არ გაჩერდება და წავა სიღრმისეულად, ოღონდ საბოლოო ჯამში, უმრავლესობის დაშლაზე გადაწყვეტილებას ალბათ, ივანიშვილი მიიღებს. ვგულისხმობ იმას, რომ მას მოუწევს არჩევანის გაკეთება ერთ ან მეორე დაჯგუფებას შორის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, განცხადება რაც ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გააკეთა, ნიშნავს იმას, რომ ის ფორმალურად არის იმ გუნდის წევრი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აკონტროლებს.

„ზოგადად, გაყოფა დაიწყება. აქ მარტო ბესელიაზე არ არის საუბარი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოჩნდა ბესელია-ფოფხაძის ტანდემი, თუმცა ფოფხაძეზე საუბარი ადრეც იყო. ეს ტენდენცია ნელ-ნელა იკვეთება. შესაძლოა, ბესელიას გადაწყვეტილება არ იყოს მიბმული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე, მაგრამ მან პოლიტიკური თვალსაზრისით მშვენივრად შეარჩია დრო და საკმაოდ მომგებიან სიტუაციაშია, იმიტომ, რომ ახლა, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, ის და მისი გუნდი თუ რამეს გაასაჯაროვებს, ეს ერთი წლის შემდგომ არავის ემახსოვრება. მაგრამ, ყველას ემახსოვრება ის, რომ ბესელია გადადგა, რადგან მისთვის მუღებელი იყო პარლამენტისადმი წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ამ კონტინგენტის დანიშვნა, რომელთა მიმართაც მოსახლეობის განწყობა სწორედ ისეთია, როგორიც ჰქონდა ეკა ბესელიას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები