ავტორი:

"გრიპით დაინფიცირებული ბავშვებით საავადმყოფო გადავსებულია" - რას ამბობს იაშვილის კლინიკის დირექტორი გავრცელებულ ვირუსზე

"გრიპით დაინფიცირებული ბავშვებით საავადმყოფო გადავსებულია" - რას ამბობს იაშვილის კლინიკის დირექტორი გავრცელებულ ვირუსზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ საავადმყოფო გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ბავშვებით გადავსებულია, თუმცა როგორც განმარტავს, არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის და ჯამში, პაციენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2009-2010 წლების ეპიდემიის დროს.

ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიმდინარე სეზონზე გაზრდილია გართულებით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობაც, თუმცა ის არ სცილდება სეზონური მატების ფარგლებს.

"არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის. შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დროს. არანაირი საშიშროება, რომ ეპიდემია გამოცხადდეს, გადაადგილება შეიზღუდოს ან სკოლებში დაწესდეს რეჟიმი, რომელიც 2009-2010 წლის ეპიდემიის დროს გვქონდა, ჯერჯერობით არ არის. საავადმყოფო გადავსებულია, თუ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც პირდაპირ მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული ინფექცია აქვს. ეს დეპარტამენტი ბოლო 4-5 კვირის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა საშიშროება იმის, რომ ჩვენ პაციენტები ვერ მივიღოთ, არ არის. ჩვენ სხვა დეპარტამენტებში გამოვათავისუფლეთ ის საწოლები, როლებიც ამ პაციენტებს იღებენ. ასე რომ, ამ მხრივ არ ვთვლი, რომ გადავსება ნიშნავს ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას" - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

მწერალი დათო ტურაშვილი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა