ავტორი:

საოცნებო კაბისთვის გოგონამ სხეულის წონის ნახევარი დაიკლო - საოცარი ტრანსფორმაცია

საოცნებო კაბისთვის გოგონამ სხეულის წონის ნახევარი დაიკლო - საოცარი ტრანსფორმაცია

ავსტრალიელი გოგოს სამოსის ზომა 22-დან 10-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ღვედის შეკვრა ვერ შეძლო. ნაიამა ჰედოუს ტრანსფორმაციის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი“ წერს.

2015 წლის აგვისტოში, როდესაც 21 წლის გოგონა დაბადების დღის აღსანიშნავად ფლორიდაში მიფრინავდა, ვერ შეძლო ღვედი შეეკრა. ფლორიდაში კი გასართობ პარკში ნორმალური ზომის დასაჯდომებზე ვერ მოთავსდა. იმ დროისთვის ნაიამა 120 კგ-ს იწონიდა.

გოგონა ახლა 24 წლისაა და ამბობს, რომ წონისგან გამოწვეულ დისკომფორტს ემატებოდა დედის შიშიც, რომ მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იდგა.

ნაიამამ შეწყვიტა სწრაფი კვების პროდუქტების მიღება და ყოველდღიურად სირბილი დაიწყო. გოგონამ შეძლო, 57 კგ დაეკლო.

როდესაც სასურველ წონას მიღწია, ნაიამამ გადაწყვიტა, რომ მზად იყო, საოცნებო საქორწინო კაბის ჩაცმისთვის, რომ 2018 წლის ოქტომბერში საყვარელ მამაკაცზე, მაიკლ სიდველზე დაქორწინებულიყო.

„უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩემი ერთადერთი საკვები პასტა იყო, ახლა კი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ვიღებ,“ - ამბობს ნაიამა.

პირველივე წელს მან 44 კგ დაიკლო. გოგონას თქმით, ჭარბი წონის გამო თვითშეფასება ძალიან დაბალი ჰქონდა და ვერაფრით გაბედავდა საკურთხეველთან მისვლას საქორწინო კაბით.

„ჯვრისწერის დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. მეცვა კაბა, რომლის ჩაცმაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი,“ - იხსენებს ნაიამა.

10 მიზეზი, თუ რატომ არიან დეკემბერში დაბადებულები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

89 წლის მხიარული დაქალები ბრიტანეთიდან, რომლებიც 11 წლიდან მეგობრობენ - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი