ავტორი:

როგორი იქნება 2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით - რომელ სფეროებსა და რის წელში დაბადებულებს ელით წარმატება

როგორი იქნება 2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით - რომელ სფეროებსა და რის წელში დაბადებულებს ელით წარმატება

როგორია 2019 წლის დეტალური ასტროლოგიური ანალიზი ჩინური კალენდრის მიხედვით. ჩინურ კალენდარში 2019 წელი გარეული ტახის წელია.

"ჩინური მზის კალენდრის მიხედვით ღორის წელიწადი იწყება 2019 წლის 4 თებერვალს. ჩინურ კალენდარში ის წარმოდგენილია ინ მიწით "ზეციურ ღეროში" და ღორით - "მიწიერ განტოტებაში". აღსანიშნავია, რომ ღორი შეიცავს იან წყალსა და იან ხეს. " ბაძიში", როდესაც ელემენტი ზეციურ ღეროშია მოსული, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ ელემენტის თვისებები იქნება ყველაზე მეტად თვალსაჩინო მოცემულ დროის მონაკვეთში. ინ მიწა ყველაზე მზრუნველი და კეთილი ელემენტია 5 ელემენტთა შორის. ასე რომ, წელიც გამოჩნდება სტაბულური, რბილი, დიპლომატიური, დახვეწილი, კეთილგანწყობილი. წინ წამოწეული იქნება ოჯახური ღირებულებები, მზრუნველობისა და ერთგულების თემები, ასევე სტაბილურობა და პრაქტიკულ-მატერიალური ფასეულობები. ეს ყველაფერი პირველი შეხედვით. სიღრმისეულად კი უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში "ინ მიწა" ზის "ღორზე", ანუ ძალიან ძლიერ წყლის ცხოველზე.

რას გვაძლევს ეს, რომ წარმოვიდგინოთ: ღორი ინ ცხოველთა კატეგორიას განეკუთნება, არადა მასში შემავალი ელემენტები აბსოლუტურად საპირისპიროს მიუთითებენ, ღორი თავის თავში 2 ზეციური ელემენტის მატარებელია: დომინანტ ჩის - იან წყლის, ხოლო მეორად ჩის - იან ხის. იან ხე ინ მიწასთან შედის შერწყმის კომბინაციაში და ინ მიწად გარდაიქმნება, ანუ თამაშიდან გადის, საბოლოოდ გვრჩება ინ მიწა იან წყალთან მიმართებაში. ინ მიწამ კი ვითომდა უნდა გააკონტროლოს იან წყალი. რა ხდება აქ: ინ მიწა ბაძიში ეს იგივე ბაღის მიწაა: ნაყოფიერი, ნოყიერი, ნაზი, დახვეწილი.. მიწა 5 ელემენტის ციკლის მიხედვით აკონტროლებს წყალს, მაგრამ ამ შემთხვევაში წყალი იან ვექტორით არის, ანუ ძალიან აქტიური, იგივე ზღვა, ოკეანე, რომლის გაკონტროლებაც მხოლოდ იან მიწას (ანუ მთას) ძალუძს! ნაზ და ნაყოფიერ ინ მიწას მისი გაკონტროლება პრაქტიკულად არ შეუძლია.

რომ წარმოვიდგინოთ, გამოვა ასეთი სურათი: ამღვრეული ჭუჭყიანი წყალი, ქვიშიანი ნაპირი, რომელიც ისრუტავს წყალს ან სულაც ჩაძირული მიწა. ახლა განვიხილოთ, რას წარმოადგენს წყლის ელემენტი: პირველ რიგში ეს ინფორმაციაა, საუბარი, ასევე ინტუიცია. შიში, შინაგანი განცდები, შეგრძნებები, თავში ჩაღრმავება, დეპრესიულობაც, როგორი შეიძლება იყოს ინფორმაცია როდესაც ის ამღვრეული წყლით არის წარმოდგენილი: ძნელი გასარჩევი იქნება ტყუილი და მართალი, ინტუიცია კი არც თუ ისე უშეცდომო.

ამ წელს ძალიან ადვილი იქნება ადამიანების მოტყუება, შეიძლება ტენდენცია იყოს საქმის გარჩევების, სკანდალების, ვიღაცამ ვიღაცას უღალატა, "ფეხის დადებების"... სწორედ იმიტომ რომ წყალი ჭუჭყიანია. ხალხი თავის მხრივ არ იქნება აგრესიული და ჯიუტი, როგორიც იან მიწის წელს იყო 2018. ანუ მეტად კომპრომისებზე ორიენტირებული, ინ მიწის ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ წყალქვეშა შეჯახებები და დაპირისპირებების ტენდენცია ძალიან მაღალი იქნება, მითუმეტეს, რომ ღორის წყალი ძალიან მოძრავია და ცვალებადი. ის ასევე მოგზაურ ცხენთა კატეგორიას მიეკუთვნება. და ისიც, რომ წყალი და მიწა კონტროლის ანუ შეჯახებაში არიან ერთმანეთთან, გაამძაფრებს წლის ცვალებად და მოულოდნელობებით სავსე ხასიათს.

სტიქიურ უბედურებებიდან კვლავაც აქტუალური იქნება მიწისძვრების და ასევე წყალდიდობების, ნიაღვრებისა და მეწყერების, ანუ წყლის კატასტროფების ტენდენცია. წყალი 5 ელემენტთა სისტემაში ზამთარს წარმოადგენს, რის გამოც ადამიანთა ენერგეტიკა შედარებით კლებისკან წავა, რადგან ცეცხლი, რომელიც ენერგეტიკას ოპტიმიზმს და სიხარულს განასახიერებს, 2025 წლამდე საერთოდ წასულია. ამის გამო ძალიან კარგი იქნება ენერგეტიკის გაუმჯობესება ციგუნისა და იოგის გამაჯანსაღებელი საშუალებით. ჯანმთელობაში სუსტი რგოლი იქნება: კუჭნაწლავი (მიწის სტიქია) შარდსასქესო (წყლის სტიქია) და გულსისხლძარღვთა (ცეცხლის სტიქიის დანაკლისი)... სისტემები.

რომელი პიროვნების ელემენტები იქნებიან ფავორიტები 2019 (ზოგადი დახასიათება)

ხის სტიქიისთვის, მიწა ფულის ელემენტია. ვინაიდან ხე აკონტროლებს მიწას. შესაბამისად, 2019-ში ზეციურ ღეროში მოსული მიწის ელემენტი ძალაუნებურად ხის ელემენტით დაბადებულთათვის ფულის მომტანი უნდა იყოს. (აქ კიდევ მნიშვნელოვანია პიროვნების ელემენტთა სიმძლავრე, ამიტომ ეს მაინც ზოგადი ტენდენციებია) დარგები, რომლებიც განასახიერებენ ხის ენერგიას ეს არის ხელოვნება, წიგნები, განათლება, მცენარეებთან დაკავშირებული ბიზნესები და ასევე მოდა. ამ ინდუსტრიებს ელით განვითარება, მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ გახსნან საკუთარი სკოლა, ან ეძებონ მასწავლებლის სამუშაო ადგილი, შესაბამისად გაუმართლებთ. ხის და მიწის ინდუსტრიები პროგრესულად განვითარდებიან 2019-ში. მეორე კარგი ინდუსტრია შეიძლება იყოს მიწა. ვინაიდან იგი იპყრობს წყალს ანუ აკონტროლებს წყალს. წყალი მიწისთვის ფულის ელემენტია. აქედან გამომდინარე მიწა გაიფურჩქნება: უძრავი ქონება, დაზღვევა, კომპიუტერული პროგრამირების უზრუნველყოფა, მაღალი ტექნოლოგიები, მარმარილოს და ქვების ბიზნესები. ხის პიროვნების ელემენტისთვისაც ზოგადად, კარგ დაპირებებს იძლევა ეს წელი.

ცეცხლის წარმოებაც იქნება აქტიური, რადგან ცეცხლი წარმოშობს მიწას, ენერგეტიკა, ფინანსები, გართობა. ზოგად 2019 წელი წყლისა და ცეცხლის სტიქიებისთვის აფრენა - დაფრენის ტენდენციებს მოასწავებს. ანუ იქნება ტურბულაციები და ამის გამო საჭირო იქნება მყისიერი რეაგირებები და სწრაფი გადაწყვეტილების უნარის გამომუშავება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის პიროვნების ელემენტისთვის და ასევე ცეცხლის წელში დაბადებულთათვის ღორი წარმოადგენს ენერგიას (კეთილშობილის) - იგივე ანგელოზის მფარველობა, მას ხშირად მოაქვს პრობლემების გადაწყვეტა და სიტუაციას ხდის მეტად კომფორტულს.

წყლის სტიქიით წარმოდგენილ დარგებს ექნებათ დიდი კონკურენცია 2019 წელს: საინფორმაციო საშუალებები, ბარგის გადაზიდვა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, საზღვაო სატრანსპორტო და ა.შ. ეს მხარე ფინანსურად შესუსტდება, რადგან წლის ელემენტისთვის ფულის ელემენტს ცეცხლი წარმოადგენს, რომელიც როგორც ვთქვით, 2025 წლამდე გამქრალია ჩინური კალენდრის სისტემის მიხედვით. მეტალიც არ იქნება სახარბიელოდ (მემანქანეობა, მეტალის გადამუშავება და მისი მოპოვება, საბანკო საქმე, იურიდიული, სამთავრობოც, ისინი აქტიურად იქნებიან, რადგან წყალი მეტალის პროდუქტია, მაგრამ ვინაიდან ხე (მეტალის ფულის ელემენტი) ასევე დეფიციტშია, ფული არ იქნება ამ სფეროებში. ან თუ იქნება, ძნელად მოსაპოვებელი.

საერთოდ, ღორის წერლი იქნება მშვიდობიანი და მოშვებული ერთი შეხედვით და მღელვარე, მატყუარა და სახიფათო შიდა დინებებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი შესაძლოა, იყოს ფარული კონფლიქტურობა.

ცხოველების მოკლე ანალიზი

გველი, კურდღელი თხა, ვეფხვი, ამ ცხოველებით 2019 წელი დიდი პოზიტიური ცვლილებების წელი იქნება. უნდა აღინიშნოს გველის შემთხვევაში ეს ცვლილებები შედარებით სტრესული იქნება, რადგან მას 2019 შეჯახება აქვს წლის მთავარ ენერგიასთან ღორთან, რაც სავარაუდოდ ტურბულაციას გამოიწვევს. ამიტომ, მოგზაურობებსა და სიტუაციის შეცვლებზე არ უნდა თქვას გველმა უარი, რომ დადებითად გაათამაშოს ეს შეჯახება, მაგრამ არ არის ნებადართული არანაირი რისკი, ექსტრიმი, სწრაფი მგზავრობა და ჯობია მგზავრობაც დადებით თარიღებს დაამთხვიოს. ასევე არ არის რეკომენდირებული მისთვის ჩრდილო დასავლეთ მიმართულებით მოგზაურობა მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მაისსა და ნოემბერში. პრობლემური ცხოველია ასევე ღორი, ანუ ბაძიში ორი ღორის ერთად მოხვედრა ნიშნავს კომბინაციას, თვითდასჯას, რომელიც ვლინდება გაღიზიანებადობაში, მღელვარებაში, იმედგაცრუებასა და დისჰარმონიაში. საშიში არაფერია, უბრალოდ, აუცილებელია ადამიანმა კონტროლი დაუწესოს საუბარს, რათა არ წამოცდეს ზედმეტი, და შემდგომ არ ინანოს. ეს ტენდენცია უფრო გამძაფრდება თუ ბაძის რუქაში უკვე არსებობს გვერდიგვერდ ორი ღორის იეროგლიფი".

სტატიის ავტორი - ნინო მოსეშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ