ავტორი:

როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება 2018 წელს და რომელ ადგილზეა ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში

როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება 2018 წელს და რომელ ადგილზეა ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 4.97 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 308-ე ადგილზეა.

როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, წლიურად მისი ქონება 14.2%-ით ანუ 825 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ცნობისთვის, 2018 წლის დასაწყისში მისი ქონება 5.8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ამასთან, ინდექსის თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები 1 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები