ავტორი:

დღეს, 22:00 საათიდან რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება

დღეს, 22:00 საათიდან რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება

საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, 22:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, კერძოდ: ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ ქუჩაზე. ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ