ავტორი:

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

მისივე თქმით, ის თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს ყველა საკითხთან დაკავშირებით.

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები