ავტორი:

"დიდხანს ნუ შეხედავთ მზეს, დასახეთ გეგმა, რაც გულით გსურთ, რომ აგისრულდეთ" - როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ მზის დაბნელებასა და ახალმთვარეობას

"დიდხანს ნუ შეხედავთ მზეს, დასახეთ გეგმა, რაც გულით გსურთ, რომ აგისრულდეთ" - როგორ უნდა შევხვდეთ დღევანდელ მზის დაბნელებასა და ახალმთვარეობას

2019 წლის 6 იანვარს ერთ-ერთი მეტად საყურადღებო მოვლენის - მზის დაბნელება-ახალმთვარეობის მომსწრენი ვართ. როგორც ასტროლოგები გვაფრთხილებენ, აუცილებელია, რომ ამ პროცესს მომზადებულნი შევხვდეთ.

საწყისი ათვლის წერტილი: 5 იანვარი დაწყებითი ფაზა 23:34 სთ. ჩვენი დროით 03:34 სთ.მაქსიმალური ფაზა: 6 იანვარი 01:41 სთ - საქართველოს დროით 05:26 სთ.სრულდება: 6 იანვარი 03:48, საქართველოს დროით 07:48 სთ.

"პირველ რიგში, დავიწყოთ პატარა ასტრონომიული კუთხით, თუ რა ხდება ამ დროს ცის კაბადონზე: დღისა და ღამის მანათობელი და დედამიწა გამწკვრივებულნი არიან ერთ სივრცეში, ხოლო მთვარე კი დგება მზესა და დედამიწას შორის, მზის დაბნელება შედარებით უფრო გრძელი პროცესის მატარებელია, ვიდრე მთვარის. მზის დაბნელების მომტანი ამბები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, სადაც ხდება მოქმედება ჩვენს პირად რუქებში სწორედ იქ ამოტივტივებული თემები იქნება ჩვენი საზრუნავი მიმდინარე მატერიალური სივრცისა.

  • მზის დაბნელებას არაა გამორიცხული, რომ მოჰყვეს რადიკალური ნაბიჯებიც, სვლები, რომლებიც შემდგომი მოქმედებისთვის აუცილებელია ან უბრალოდ დღის წესრიგში დადგება ესა თუ ის მოვლენები. მთვარის დაბნელების დროს კარგია ძველთან განშორება, რაც იყო იმის წარსულში დატოვება, მისგან გათავისუფლება, ყოველგვარი ჭუჭყი და ცუდი რაც კი რამ ჰქონდა აკიდებული ადამიანს, იმისგან დაცლა, მზის შემთხვევაში კი პირიქით - იხსნება ახალი პერსპექტივები, კარგია რაიმეს დაგეგმვა, შესაძლოა გამოჩნდეს შანსები, შეხვდეთ საბედისწერო ადამიანს ან სხვა რაიმე, რაც თქვენი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

პირველყოფილ ადამიანებს მზის დაბნელების ისტორიულად ძალიან ეშინოდათ. ამის შემდგომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ადამიანებს ამ მოვლენის ფობიური მიდგომა დასჩემდათ, როდესაც ხედავნდნენ თუ როგორ წყდებოდა მზის შუქი რამდენიმე წუთით დედამიწას და ისადგურებდა სიბნელე - შიშის ზარს სცემდა ეს მოსახლეობას, შემდგომ კი ეს უკანასკნელი ასახეს იეროგლიფებით, გარკვეული ჩანახატებით და ა.შ. გახსოვდეთ, რომ მზის დაბნელება არის რაღაც ახლის დასაწყისი, თუმცა თვითონ ეს დღე, აგრეთვე დაბნელებამდე დაახლოებით ყველაზე მძიმეთ 3 დღის წინ და შემდგომი 1 კვირა მაინც მეტად მძიმეა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასტრონომიულად დღის მანათობლის დაბნელებაზე ახალმთვარეობაცაა, შესაბამისად ერთიორად იზრდება მუხტი სამყაროში, მატულობს ენერგიათა რიცხვი, ყოველივე ეს კი ადამიანებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

სუფთა ფსიქოლოგიური ენით რომ გადმოვცე - ჩვენ გვაქვს სტრესის გამომწვევი მიზეზები, ამ მიზეზს კი ჰქვია „სტრესორი“, ანუ გარე გამღიზიანებელი, რომელიც ინდივიდზე მოქმედებს და რიგ მომენტებში არც თუ ისე კარგად, სტრესორი ამ ვითარებაში გამოდის ეს მოვლენა და მისი ენერგიები, ამიტომ რომ არ დავიძაბოთ და შევხვდეთ დღეს მომზადებულად - ძალიან კარგი იქნება თუ დაბნელებამდე ერთი საათით ადრე განმარტოვდებით, სამყაროს მადლობა გადაუხადოთ და დაისახოთ ახალი მიზანი თუ რა გინდათ რომ მოხდეს, რა სურვილი და წადილია თქვენში.

კარგი იქნება თუ მთლიანად ერთი დღით ადრე მაინც ჩაიტარებთ წმენდას, როგორც ენერგეტიკული კუთხით, ასევე ფიზიკურ დონეზე, თუნდაც სახლში, დაალაგეთ, რაცაა მტვერი, არეულობა, ჰიგიენა დაიცავით და ამ კუთხით მოწესრიგდით, ეს მეტად გამოგადგებათ. წარსულში რაც იყო, ის ჩააბარეთ წარსულს, აიღეთ იქიდან გამოცდილება და გადმოერთეთ აწმყოში. კარგი იქნება თუ მიიღებთ კონტრასტულ შხაპს, ნუ მიეჯაჭვებით და გადაწყვეტთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, მოვლენებს, არ გირჩევთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მერე ამან არ იმუშაოს ან წარიმართოს რთულად. თუ დაბნელებაზე ხდება ან უშუალოდ დერეფანში რაიმე სახის არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენა - ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ რაც დათესეთ იმკით და უნდა შეძლოთ და ამ კუთხით იმუშაოთ თქვენს თავზე, შესაძლოა ეს იყოს ნიშანიც, თუ როგორ შეცვალოთ საკუთარი თავი და რაზე გაამახვილოთ ყურადღება შემდგომში, ან კიდევ ერთი ვარიანტია, ეს შესაძლოა იყოს კარმული და საბედისწერო მოვლენა და თქვენ უნდა შეხვდეთ მას დადებითად, რაც არ უნდა მძიმე და მტკივნეული იყოს, მადლობის მოხდით იღებთ ამ ყოველივეს.

მზე - ადამიანის ცნობიერების სიმბოლოა, იგი ასოცირებულია ეგოსთან, „მე-ს“ პრინციპების ტენდენციასთან, კრეატიულობასთან, ხელოვნურ სივრცესთან, სიცოცხლისუნარიანობასთან, შემოქმედებასთან, განსაკუთრებული მართავს თავიდან წამოსულ სურვილებსაც, ქალის პირად რუქაში მზე შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან თუ როგორი სახის კავშირი ექნება მას ოჯახის წევრებიდან მამასთან ან ძმასთან, შეიძლება მის საყვარელ ადამიანთანაც კი. ის ასოცირდება უშუალოდ ადამიანის პიროვნებასთან, + დამატებული ეგო, ანუ რომ განვმარტოთ მეგობრებო - რეალურად რომ არ არსებობდეს ეგო შეიძლება ძალიან ბევრი ნატიფი და ფაქიზი ბუნების ადამიანი საერთოდ გადარეულიყო და ბევრი ჩავარდებობდა სასოწარკვეთაში, რადგან ეს უკანასკნელი მართავს უშუალოდ ადამიანს, ანუ ვინ ხარ ახლა შენ?

მე ვარ ამ ინკარნაციაში (სახელი, გვარი) ვიღაც, რომელიც ვასრულებ ამ მისიას და რა მართავს ადამიანს? რა არის მისი მოტივაციის წყარო? ყველას ამ მოტივაციას ვერ გავუქრობთ, რომ გაქრეს ეს ყოველივე, მაშინ უნდა გაქრეს მზის სხივებიც თავისი ენერგიებითურთ, ამისთვის კი ბევრი არაა მზად, ყველა ვერ იქნება განდეგილი, აღნიშნულ ეტაპამდე მისვლაა საჭირო, როგორც ასტროლოგიამდეა საჭირო წვდომა, იდენტურადაა საქმე აქაც. . . შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხმარობთ სიტყვა „მე-ს“ და ვიცით ვინც ვართ და თუნდაც რა კონკრეტული მისიით, ამ ყველაფრის გაცნობიერებაში უდიდეს როლს თამასობს დღის მანათობელი, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ მას.

მზე შეიძლება ხშირად გამოჩნდეს ძალაუფლების სახით, იმპერატორული ნიშანთვისების კუთხით, შეიძლება ძლიერად ასპექტირებულმა დიდი პოპულარობა და წინსვლა მოგიტანოთ სოციალური კუთხითაც კი. იგი დაკავშირებულია ადამიანის ნებელობასთანაც კი. ბიოლოგიურად მართავს სისხლის მიმოქცევას, გულს, ხერხემალს. მზე როგორც ენერგიის წარმომშობი, საკმაოდ დინამიურად ავითარებს თავის ძალებს და მეტად ინდივიდუალისტია, ემპირიონიზმზე დაფუძნებული. კეთილშობილების, ხელგაშლილობის, ზნეობრივ საკითხებზეც სწორედ იგი აგებს პასუხს.

მთვარე ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ღამის მანათობელი ესაა ადამიანის ქცეცნობიერი, შიშები, კომპლექსები, შფოთვა, ღელვაც, რეფლექსები სამყაროსადმი, შეიძლება აღქმაშიც კი გადავიდეს აღნიშნული, განაგებს დედას, სამშობლოს, პატრიოტულ სულისკვეთებას, ოჯახს, ახლო სანათესაოს, ადათ-წესებს, ამიტომ რაც უფრო მშვიდ, საახლობლო, მეგობრულ, უკომპლექსო გარემოში მოხვდებით ასეთ დღეს და შეინარჩნუნებთ სიმშვიდეს, მით მეტად დაგიფასდებათ ეს ყოველივე.

აგრეთვე, მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის სულის განვითარებაზე, კარმულ მახსოვრობაზე, აქვს მზრუნველობითი ფუნქცია, მართავს ჩვენს ბავშვობის მოვლენებსაც, რაც უფრო ძლიერია მთვარე უფრო კარგად ახერხებს ადამიანი ამა თუ იმ გარემოში ადაპტაციას, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი სხვათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მთვარე დაკავშირებულია ადამიანის ინსტინქტებთან, თუ მზე ესაა ადამიანის გამომზეურებული ეგო, მთვარე მისი ინსტინქტური გამოვლინებაა. მთვარე შეიძლება იყოს ადამიანი ნიღაბი, ე.წ. „მასკა“, სადაც იმალება მისი მეორე მე, რომელსაც თითქმის ვერვინ ხედავს და დიდი ხანი სჭირდებათ გარშემო მყფოებს, რათა ეს ადამიანი კარგად გაიცნონ.

ამიტომაა, როდესაც ადამიანის მზე მოქცეული ცეცლხში, ხოლო მთვარე წყალში, მას შინაგანად სულ თუ არა ზოგჯერ მაინც შემოეპარაება სენსიტიურობა, ფანტაზიურობა, სიფაქიზე, სევდა, მგრძნობიარობა და სხვა. . . ეს კი იწვევს ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჭიდილსაც კი გადავყავართ სრულ ფსიქოლოგიაში, რაზეც შემდგომში გავამახვილებ ყურადღებას. . . ზოგჯერ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯებიც მთვარის მიერიაა გამოწვეული, სახელმწიფოში მთვარე ხალხს უკავშირდება, ხალხი რომელიც დგამს ნაბიჯებს და ავტომატურად მოძრაობს, დიდ სოციუმში კი ეს უკანასკნელი უკავშირდება ბრბოს ნაწილს, რომლებიც მოძრაობენ, მაგრამ არ იციან რისთვის, როგორ, მიმართულება დაკარგულ მთვარის როლს ითავსებენ და სხვა. . .

შესაბამისად, ამ ასტროლოგიური ახსნით - როგორც მაღლა ვთქვი მთვარე ესაა ემოციური ველი, ამიტომ, როდესაც ღამის მანათობელი მზეს გადაეფარება ამით იკეტება ადამიანის ცნობიერი მიმართულება, ადამიანები კი იწყებენ და დგამენ ინსტინქტურ ნაბიჯებს, არიან ემოციას აყოლილნი და ზოგჯერ, ბევრია ასეთ დროს გაუაზრებელი სვლა და ქმედება, ამიტომ ზოგ შემთხვევაში ვითარება ფატალურადაც კი მთვარდება ხოლმე. ჩემი თხოვნა კი იქნება ის, რომ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი რაიმე სახის სერიოზული ძვრებისგან, კარდინალური ნაბიჯებისგან ამ დღეებში, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მეტად მაღალია, ვიდრე სხვა ხანებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის ჩემო მეგობრებო, რომ დაბნელებების დროს, არაა სასურველი, რომ ცას ვუყუროთ, ❌ ამ შემთხვევაში კონკრეტულად დღის მანათობელზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან არც თუ ისე ჰარმონიული ენერგიებითაა აღჭურვიილი ეს უკანასკნელი - ამიტომ თუ დიდი ხანი შემორჩებიით გარეთ ან მაგალითად აივანზე და გახედავთ მზეს, იმედი მაქვს გაგახსედებათ, რომ დიდი ხნით ყურება არ ღირს და თუ მაინც და მაინც დარჩენა მოგინდებათ, მაშინ თქვენ გაუშვით დადებითი ენერგიები მისი მისამართით, სიყვარულით ძირითადად შეხვდით მას. კარგი იქნება ვინც იცის მედიტაცია, რომ ამ დროს თუნდაც წარმოდგენაში, როდესაც იქნებით მარტო წარმოიდგინოთ დღის მანათობელი და ასეც ჩაატაროთ ეს პროცესი.

ისიც მოგეხსენებათ, რომ ახლა ჩვენ გავივლით, ფაქტობრივად - დაბნელებებს შორის პერიოდს, თუ იყო ბევრი უსიამოვნო შემთხვევა, საკმაოდ დაძაბული ენერგიების მატარებელი დღეები, ზოგიერთი მის რჩეულს დაშორდა, ზოგმა ბევრი იკამათა, ბევრი იჩხუბა და სხვა, გახსოვდეთ ერთი, ეს არის პერიოდი, როდესაც რაც დაიმსახურა ადამიანმა მიიღო ის, ერთ-ერთი კარგი გამოძახილის დროა ამ ხანებნში სამყაროსგან, რომ იფიქროს ადამიანმა იმ მხარეზე რა მინუსიც აქვს ან დაუგროვდა. დადებითის შემთხვევაში კოსმოსი აჯილდოვებს ადამიანს და უფასებს იმ სწორ სვლას და გარჯას, რაც მან განვლო.

  • ახალმთვარეობა კი გვექნება ასევე 6 იანვარს, თავად ფერიც დაკავშირებულია ეზოთერულ თემებთან, სულიერ საწყისებთან, შესაბამისად ახალი მთვარის დროს, ადამიანი ივსება ახალი ენერგიებითა და განცდებით, ახლა წამოიწევს და კარგი იქნება თუ წამოწევთ უფრო თხისრქისეულ თემებს, როგორებიცაა: თქვენი პირადი მიზნების დასახვა, კარიერული ხედვები, საკუთარი იდეოლოგიის დახვეწა და თუ საჭირო გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც.
  • დასახეთ ის გეგმები, რაც რეალიზდება და რაც მართლა შესაძლებელია, რომ ასრულდეს, ნუ ჩაიფიქრებთ ისეთ სურვილს, რომელიც უბრალოდ ირეალურია და ვერ აგისრულდებათ, რათა ამით გული არ გაიტეხოთ.

ეს მე წინაზეც ვთქვი და ახლაც გეტყვით, რომ ყველაფერთან ერთად, მაქვს ერთი თხოვნა, ძალიან გამიხარდება და თქვენთვისაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა რჩევები, მე კი ჩემსას მოგახსენებთ. . . ზუსტად დაბნელების დრომდე - ე.წ. „პიკამდე“ რამდენიმე წუთით ან ერთი საათით ადრე, როდესაც მობრძანდებით სამსახურებიდან თუ სხვა. . . განმარტოვდით, კარგი იქნება თუ შუქს ჩააქრობთ და ესაუბრეთ თქვენს თავს, გადახედეთ განვლილ პერიოდს და იქვე დაისახეთ ახალიც, ოღონდ მხოლოდ გეგმის სახით და ყველაფერი თქვით და გაუშვით სიყვარულით, მადლობის სახით კოსმოსში.

გადახედეთ იმას თუ რა შეგეშალათ, მოდით პატიოსნად ვაღიაროთ, შეიძლება თქვენ სხვა მოატყუოთ, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევით არა, თქვენ ხომ იცით თუ რა არის სიმართლე, ამიტომ დარჩით თქვენს თავებთან მარტო, რაც ნერვებზე გშლით ან გრძნობთ, რომ რაღაც ზურგზე გაქვთ აკიდებული ცუდად და ეს გაწვალებთ, შეეცადეთ, რომ თქვათ, აღიაროთ, ამ ყველაფრისგან გათავისუფლდით, ჩამოიშორეთ ეს უარყოფითი, სამყაროს და მის შემქნელს მადლობა უთხარით იმისთვის, რაც გაქვთ და აი შემდგომ კი დასახეთ ის გეგმა, რაც გაქვთ, რაც გულით გსურთ რომ გააკეთოთ, რაც უკვე დიდი ხანია, რომ გინდათ და მის ასრულებას ცდილობთ, მერე კი ერთი სანთელი აანთეთ ხატებთან და უფალს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ".

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ