საქართველოს პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ალილოს წელს პირველად, ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლესთან უმასპინძლა.
"გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა ალილომ და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.