ავტორი:

როგორ განვითარდა სპექტაკლი, რომელსაც ბავშვებს ფესტივალის სახით „ჟირაფი ჟოზე“ შიკ ბებეს მხარდაჭერით სთავაზობს?

როგორ განვითარდა სპექტაკლი, რომელსაც ბავშვებს ფესტივალის სახით „ჟირაფი ჟოზე“ შიკ ბებეს მხარდაჭერით სთავაზობს?

ქართული ანიმაციური გმირის “ჟირაფი ჟოზეს” საახალწლო სპექტაკლებს, მაყურებელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპექტაკლს, რომელიც გიორგი მარშანიამ, ირაკლი სამსონაძის სცენარით, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შექმნა, თუმანიშვილის თეატრი მასპინძლობს. პრემიერა 28,29 დეკემბერს გაიმართა და გრძელდება 3,4,5,6,8,11 იანვარს.

სტუდია ველოსიპედის გუნდი იძლევა რეკომენდაციას, რომ მაყურებელი ამ სპექტაკლისა უნდა იყოს სამ წელს ზემოთ ასაკის. ბავშვებისთვის ასაკის ამ დიაპაზონში ვითარდება სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, ავითარებენ იმ შესაძლებლობებს, რაც უკეთ გამოსდით..

შიკ ბებე ჯგუფი ხშირად ერთვება, ბავშვის შემეცნებით თუ ფსიქო–სოციალური განვითარების აქტივობებებში. ამიტომაც, მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელმა, საბავშვო მაღაზიათა ქსელმა, შიკ ბებემ “ჟირაფი ჟოზეს” საახალწლო ფესტივალის შესაძლებლობები დაინახა და ფესტივალის მხარდაჭერაც გადაწყვიტა.. შიკ ბებესგან ფესტივალის განმავლობაში, ბავშვებს ყოველ სეანსზე სიურპრიზი ხვდება, მათ შორის გათამაშებებით ფუმფულა და ემოციური სათამაშოებიც.

„ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“ სიუჟეტი ვითარდება ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში, სადაც ელოდებიან ახალ წელს. თუმცა სრულიად ახალი და ზღაპრული პერსონაჟები ცდილობენ დღესასწაულის ჩაშლას. სპექტაკლის ფინალურ და ყველაზე ფერად ნაწილში სცენაზე ჩნდება ჟირაფი ჟოზე, რომელიც სიყვარულს გადასდებს ყველას და ახალი წელიც მოდის. მიუხედავად რისკებისა, სტუდია ველოსიპედის გუნდს ღრმად წამს, რომ სხვანაირად ვერ განვითარდება ის, რაც ჩვენ უკვე ასე ძალიან შევიყვარეთ.

სპექტაკლების დასრულების შემდეგ მხიარულება თეატრის დარბაზში გრძელდება, სადაც იკრებება ყველა სტუმარი, მოწყობილია სახალისო აქტივობები, თოვლის ბაბუასთან და ჟირაფ ჟოზესთან ერთად...

სოციალურად აქტიური, მსოფლიო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შიკ ბებე ჯგუფი, ქალაქის მთავარ საბავშვო გასართობ ღონისძიებებსაც ერთგულად ასპონსორებს. სადაც პატარებისთვის კვლავ საჩუქრები და სიურპრიზებია, მათ შორის მთაწმინდის პარკის სტუმრებისთვის..

NS

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ