ავტორი:

ბიბლუსი გალერეაში კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა გაიმართება

ბიბლუსი გალერეაში კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა გაიმართება

10 იანვარს, ბიბლუსი გალერეაში კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, კონკურსში გამარჯვებული წიგნებია: ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, პირადად გაიცნონ დებიუტანტი ავტორები.

წიგნებს წარადგენენ: კონკურსის ჟიურის წევრები, ლიტერატორი რამაზ ჭილაია, მწერალი დიანა ანფიმიადი და მწერალი თეა ინასარიძე.

„კონკურსს გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა. ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგოები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“. ჟიურის რჩეულები კი არიან ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია",- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა