ავტორი:

"ანტიქრისტე კაცობრიობას ინტერნეტით და ტელეფონებით გააკონტროლებს" - რუსეთის პატრიარქი

"ანტიქრისტე კაცობრიობას ინტერნეტით და ტელეფონებით გააკონტროლებს" - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ სმარტფონებზე ადამიანების დამოკიდებულების შედეგად ანტიქრისტეს მოსვლას მივიღებთ, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

72 წლის პატრიარქმა კირილმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ ანტიქრისტე მთელ დედამიწას ელექტრონული მოწყობილობების, სმარტფონებისა და ინტერნეტის საშუალებით გააკონტროლებს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ანტიქრისტეს მოსვლის საშიშროებაზე რუსეთის პატრიარქმა შობას ისაუბრა. ის ამბობს, რომ მობილური ტელეფონების კატეგორიული წინააღმდეგი არ არის თუმცა შიშობს, რომ ადამიანები ელექტრონულ მოწყობილობების ტყვეობაში არიან. პატრიარქი აღნიშნავს, რომ ელექტრონული მოწყობილობები იძლევა საშუალებას, ინფორმაცია სრულად ერთი წერტილიდან გაკონტროლდეს.

„ანტიქრისტე ჩაუდგება სათავეში ინტერნეტს და კაცობრიობას გააკონტროლებს,“ - განაცხადა კირილმა.

გაერთიანებულ სამეფოში კარანტინი მეორედ გამოცხადდა - რა შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები გარეთ გასვლას?

"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ვითარება ყარაბაღში, სადაც ომი კვლავ გრძელდება