ავტორი:

ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო"

ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო"

პირველ იანვარს ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილია 31 წლის მიხეილ სულაძე, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. მოკლულის დედამ მას ინფორმაცია სოციალური ქსელით მიაწოდა:

"ისრაელში ვარ ემიგრანტი, ვარ გამწარებული დედა... ჩემი შვილი პირველ იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, დანით დამისერა შვილი. ვინაიდან იმის თანხა არ მქონდა შვილი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრძალეთ. ერთი თხოვნა მაქვს: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი მინდა საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ, სურვილი შემისრულდეს" - მისწერა შვილმკვდარმა დედამ შოთო სიხარულიძეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდას დედას AMBEBI.GE ისრაელში დაუკავშირდა. ნანული სულაძე ამბობს, რომ ოჯახით ცხოვრობენ ისრაელში და მისი ვაჟი ისრაელის მოქალაქე იყო.

"ჩემი შვილი 9 წელი ისრაელის მოქალაქე იყო. 4 იანვარს შუადღისას ჩვენთან მოვიდა პოლიცია და ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს შეატყობინეს, სამსახურში არ გამოცხადდა და ეძებენო... ჩემი შვილი ცხოვრობდა ბათ-იამში, თელ-ავივის რაიონში. მივიდნენ მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანადარტყმული დახვდათ... გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქერამ, ქართველმა" - განაცხადა წიკლაურმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს საელჩო ისრაელში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც მოკლულის დედამ განაცხადა, მათ უწყებებისთვის დახმარების თხოვნით ჯერ არ მიუმართავთ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო