ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაბანში დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, 50 წლამდე ასაკის ქალის, რომელიც ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო მოთავსებული, ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგები, გვიან ღამით გახდა ცნობილი და ის კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა.

ინფიცირებული ქალი რუსთავის "ცხელების ცენტრიდან", თბილისის კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი.

მაია რაზმაძის განცხადებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ყარაჯალარში დადასტურებული შემთხვევის, კერძოდ ინფიცირებული 80 წლის მამაკაცის კონტაქტია.

ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 228.

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა