ავტორი:

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. შეგახსენებთ, რომ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რის მიზეზადაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა. ახლა კი იმაზეც მიდის საუბარი, რომ შესაძლოა გუნდში არსებული უთანხმოების გამო უმრავლესობა დატოვოს და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელოს.

მის ქონებრივ მდგომარეობას რაც შეეხება, 2018 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბესელია უძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, დეპუტატი კვლავ ფლობს 175 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 80 კვ. მეტრის ბინასა და 150 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 16 500 და 10 000 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 000 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას შემოსავლებს, 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 66 465 ლარის; ხოლო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისას 22 000 ლარის შემოსავალი მიიღო. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები