ავტორი:

ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა

ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 21 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს დაეხმარა

უამრავი წლის წინ სრულიად უანგაროდ გაკეთებული სიკეთის გამო მადლობა 89 წლის იტალიელმა ქალმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანისგან კიდევ ერთხელ მიიღო. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბრინდისში ყატარის ყოფილი ემირი ტორესა ბორსეტის მოსანახულებლად ჩავიდა.

21 წლის წინ ყატარის სამეფო ოჯახის წევრები ბრინდისის პორტში იახტის ტექნიკურად გასამართად გაჩერდნენ. ქუჩაში სასეირნოდ გასულ ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანიმ ტუალეტის მოძებნა სცადა, თუმცა უშედეგოდ - დღესასწაულის გამო ბარები და რესტორნები დაკეტილი იყო, საზოგადოებრივი ტუალეტი კი ახლოს ვერსად ნახა. ემირმა გამვლელებს ჰკითხა, სად შეიძლებოდა საპირფარეშოთი ესარგებლა, თუმცა მისი დახმარება ვერავინ შეძლო.

საბოლოოდ, ყატარის სამეფო ოჯახის წევრს სახლის კარი გაუღო ადგილობრივმა მცხოვრებმა ტერესა ბორსეტიმ. ცხადია, მისი წარმომავლობისა და სტატუსის შესახებ ქალმა არაფერი იცოდა. ალ-ტანიმ ასეთი უბრალო, თუმცა კეთილი ჟესტი 21 წლის განმავლობაში ვერ დაივიწყა. ის კვლავ ჩავიდა ბრინდისში და შეძლო, ტერესა მოეძებნა. დაცვით გარშემორტყმული ემირი საჩუქრით ხელში ელოდა, როდის გაუღებდა კარს ბორსეტი.

ქალმა ემირი სახლში ძველი, ახლო მეგობრის მსგავსად შეიპატიჟა, ძალიან გაუხარდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა, თანაც - სრულიად მოულოდნელად. მისი შვილები და შვილიშვილები იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ, ამრიგად - ემირის ვიზიტი დიდ, მხიარულ წვეულებად იქცა.

დამშვიდობებისას კი ალ-ტანიმ ტორესა და მისი ოჯახი დასასვენებლად ყატარში დაპატიჟა.

ბორსეტი იმედოვნებს, რომ შეძლებს ყატარში ჩავიდეს და ემირი კიდევ ერთხელ მოინახულოს.

შეიხი ჰამადი ცოლთან, შეიხა მოზასთან და ობამებთან ერთად

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე