ავტორი:

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს.

სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

  • "თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში
  • ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად
  • თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს
  • თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის რეზერვი და შესაძლებლობა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, აქვთ.

"ტამიფლუს" მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი.

ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება არალეგალურ გადაყიდვებს და "შავ ბაზარზე" პრეპარატის გაყიდვას, დავით სერგეენკოს თქმით, ამის რისკი ადრე იყო C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე და სპეციალური დაცვა ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება პრეპარატ „ტამიფლუს“ შემთხვევაში არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება.

„ტამიფლუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით", - განაცხადა სერგეენკომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები