ავტორი:

"შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა..." - რას ამბობს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი

"შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა..." - რას ამბობს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი

არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ.

"იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი.

"რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ