ავტორი:

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი