ავტორი:

"ქეთის ღორის გრიპი თუ გადაარჩენს მარტო..." - რა ხდება ფეისბუქზე "ჩემი ცოლის დაქალების" დაძაბული სერიის შემდეგ

"ქეთის ღორის გრიპი თუ გადაარჩენს მარტო..." - რა ხდება ფეისბუქზე "ჩემი ცოლის დაქალების" დაძაბული სერიის შემდეგ

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს სულ უფრო დაძაბულ სერიებს სთავაზობს. ზაზას ცოლს, ქეთის საყვარელი ჰყავს და ოჯახში არსებულ დაძაბულობას სერიალის გმირებთან ერთად მაყურებელიც განიცდის.

სალომე შარვაძის გმირი (ქეთი) ქმარს ზაზას უმალავს ამბავს, რადგანაც ეშინია მოძალადე მეუღლის, ოჯახის, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მის მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩევა... თუმცა, მისმა დედამთილმა ნაირამ რძლის გატაცების შესახებ გაიგო და ახლა სერიალში დაძაბულობის ახალი ეტაპი იწყება.

რას მოიმოქმედებს ზაზა და რა ბედი ელის ქეთის? - ამ ყველაფერს მაყურელი განიცდის და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება:

"2 კილო დავიკელი, ისეთი სანერვიულო სერიებია"

"ქეთის დედამთილი და ჯანდაბა. ახლა გადავახვიე და არ ვარ კარგად"

"ქეთის (ან ნებისმიერი სხვა) დედამთილისგან სხვანაირ ქცევას ელოდა ვინმე? ქეთის დედის ქცევაა უბედურება, როცა ქმრის სახლიდან წასული ქალი საკუთარ სახლს ვერ აფარებს თავს, ამაზე უარესი რა უნდა იყოს..."

"ქეთის ღორის გრიპი თუ გადაარჩენს მარტო..."

"აბა დავტრიალდეთ გადავინაწილოთ საქმეები: ზოგმა შილა გააკეთოს, ზოგმა ლობიო და ზოგიც თევზს გაარჩევს. დანარჩენმა რვეული მოამზადეთ სია ჩამოწერეთ"

"ზაზა შემეცოდა ძაან და ნიაკო, თორე ქეთის მესამე კვირაა ოჯახში ვგლოვობთ"

"მთელი ერი ქეთის მოკვლას მოითხოვს - ქალები, კაცები ახალგაზრდები, ასაკოვანები... ეს სერიალი ჩვენზეა და იმ აგრესიას ასახავს რაც საქართველოში ხდება. მერე ნუ შეშფოთდებით საინფორმაციოში ქმარმა ნაჯახით მოკლა ცოლიო ან დაწვაო და მსგავსი ძალადობები. რეალულად სიკვდილს იმსახურებს ქეთი და რისთვის უნდა მოკლას ქმარმა სხვა რომ შეუყვარდა თუ ამდენი წელი ძალადობას რომ ითმენდა. ეს სერიალი ჩვენი სოციუმის სარკეა"

თამარ კაჭარავა:

"სერიალი რომ ყოფილიყო თურქული - ნაირას ემართება ინსულტი და არის უგონოდ ბევრი სერია..

ინდური - ქეთი კოცნის ნაირას ფეხებზე და ეს უკანასკნელი პატიობს...

იტალიური - ქეთი კლავს ნაირას და აჩუმებს სამუდამოდ..

ბრაზილიური - ვერაფერს იზამს ნაირა, რადგან ქეთი ეტყვის რომ იცის როლანდას რქების ამბავი..."

"თუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ ეპიდემია დამთავრდა" - უცნობი ფაქტები კორონავირუსზე

დღის ფოტო - გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა