მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 30 წლამდე გოგონას საკუთარმა დედამ ჭრილობა ციოვი იარაღით მიაყენა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გოგონა ინტიმური შინაარსის ფოტოებს მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა, რომელმაც მოგვიანებით ეს ფოტოები გაავრცელა. შედეგად გოგოს ოჯახში მისი ნათესავები შეიკრიბნენ რა დროსაც დედა-შვილს შორის კამათი მოხდა.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
VIDEO: "ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯა" - მარნეულში დედამ შვილი ყელის და გულის არეში დაჭრა