ავტორი:

ეკა ბესელიას საგანგებო პრესკონფერენცია - "მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჭორაობს და გარეთ საუბრობს შიდა თემებზე"

ეკა ბესელიას საგანგებო პრესკონფერენცია - "მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჭორაობს და გარეთ საუბრობს შიდა თემებზე"

"ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს, მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პირველი მიზანი არის მიღწეული" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა დავიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით. ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა.

ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველა ამომრჩევლის მთავარი მიზანია, რადგან ყველა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს სამართლიანი მართლმსაჯულება.

„ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. პროცესი არ დასრულებულა. ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც და კოლეგებიც ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს - სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი.

ეს არის პრინციპული საკითხი, რომელზეც შემდეგ ეტაპზე ანუ მეორე ეტაპზე ვიყო აქტიური, როგორც ყველა ჩემი კოლეგა და თანამოაზრე... მთავარი არის პროცესი, რომელმაც არ უნდა შეიწიროს ღირებულებები და ფასეულობები. ოთახში ვერ გამოიკეტება და ჩურჩულით ვერ გადაწყდება საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს. უნდა გადავწყვიტოთ - რა არის გუნდურობა და რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის პასუხი გუნდურობაზე... მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჭორაობს და საუბრობს გარეთ, შიდა თემებზე, თუმცა არც ის ვარ, რომელიც საკუთარ ხალხს ელაპარაკება და ატყუებს“ - განაცხადა ეკა ბესელია პრესკონფერენციაზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები