ავტორი:

"ნიკუშას ჰქონდა H1N1" - სააკაშვილი "ტამიფლუს" მარაგების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს

"ნიკუშას ჰქონდა H1N1" - სააკაშვილი "ტამიფლუს" მარაგების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გრიპის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებს. ყოფილი პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში Cheeseboat რამდენიმე საათის წინ ჩაწერა.

„ჩემი შვილი, ნიკუშა იყო აქ ჩემთან ერთად, ვერასოდეს ძლებს საქართველოს გარეშე და იმის მიუხედავად, რომ ვიცოდით ეპიდემია იყო, მაინც წავიდა სახლში. ჩასვლიდან მესამე თუ მეოთხე დღეს დაემართა ეს გრიპი. გამოჯანრთელდა იმის ხარჯზე, რომ „ტამიფლუ“ არ იყო მაშინ ქალაქში და ჩვენმა ძალიან კარგმა მეგობარმა და ექიმმა თავისი მარაგებიდან გამოგვიყო წამალი და გვითხრა, ეგრევე მიგვეღო, სანამ დიაგნოზი დაისმეოდა,“ - აღნიშნავს სააკაშვილი.

ნახეთ ვიდეო : ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი" - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ათასობით სხვა პაციენტს ასე არ გაუმართლა და ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად „ტამიფლუს“ შეძენა ვერ შეძლო.

„წამლები შემოვიდა მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც არის სრული იდიოტიზმი. ჩემს შვილს დიაგნოზი დაუსვა ლუგარის ლაბორატორიამ, უფრო სწრაფად დასვეს დიაგნოზი ვიდრე აშშ-ში სვამენ იმავე დიაგნოზს; თუმცა ჩემმა მეგობარმა გამოიძახა სხვა ლაბორატორია, სადაც უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ და ახლა ფილტვების ანთებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამწუხაროა, რომ მთავრობას ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და "ოცნება" კლავს!“ - აღნიშნავს სააკაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები