ავტორი:

"სადენებს გაბამენ ხელებსა და ყურებზე, სასტიკი წამებაა..." - კადიროვმა ლგბტ პირების დევნის ახალი ტალღა დაიწყო

"სადენებს გაბამენ ხელებსა და ყურებზე, სასტიკი წამებაა..." - კადიროვმა ლგბტ პირების დევნის ახალი ტალღა დაიწყო

რუსეთის ლგბტ აქტივისტების ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ ჩეჩნეთში სულ მცირე, 40 ლგბტ წარმომადგენელი დააკავეს, ორი მათგანი წამების დროს გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

უფლებადამცველთა ჯგუფი რუსეთის მუსულმანურ რესპუბლიკაში ლგბტ პირების შევიწროებას 2017 წლიდან აკვირდება. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული.

ხელისუფლების წარმომადგენელი ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს. ჩეჩნეთის ავტორიტარი ლიდერი რამზან კადიროვი ადამიანების არაკანონიერად დაკავებისა და მათი უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევას უარყოფს. გასულ წელს BBC-სთან ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ ყველა ბრალდება სხვა ქვეყნების აგენტების გამოგონილი იყო.

ჰომოფობია მკაცრად კონსერვატიულ მუსულმანურ რესპუბლიკაში ფართოდ არის გავრცელებული. კადიროვი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში გეი ადამიანები არ არსებობენ.

რამზან კადიროვი

აქტივისტების ჯგუფი „რუსეთის ლგბტ ქსელი“ დევნის ახალი ტალღის შესახებ ავრცელებს განცხადებას. დაპატიმრებულია სოციალური ქსელის VKontakte ლგბტ ჯგუფის ადმინისტრატორიც.

აქტივისტების ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ათობით ადამიანი ქალაქ არგუნთან მდებარე დაკავების ცენტრშია გადაყვანილი, ქალაქი გროზნოდან 20 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ჯგუფის ხელმძღვანელი იგორ კოჩეტკოვი ასევე, ამბობს, რომ პოლიციამ დაკავებულებს ჩამოართვა სამგზავრო დოკუმენტებიც, რათა მათ ქვეყნიდან გაქცევა ვერ შეძლონ.

კოჩეტკოვის თქმით, მათ მოახერხეს, ჩეჩნეთის დატოვებაში 150 ადამიანს დახმარებოდნენ.

ლგბტ ქსელის ინფორმაციით, აქვთ მტკიცებულებები, რომ წამების დროს ორი ადამიანია გარდაცვლილი.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა, რომელიც 2017 წელს მასობრივი დაკავების დროს ციხეში მოხვდა, BBC-სთან ანონიმურად ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა საშუალებებით აწამებდნენ, მათ შორის - ელექტროშოკით.

„სპეციალური შავი ყუთი აქვთ, ხელებსა და ყურებზე გაბამენ სადენებს. ტკივილი აუტანელია, საშინელი წამებაა,“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წამებისას აიძულებდნენ, ლგბტ თემის სხვა წარმომადგენლებიც დაესახელებინა.

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

კენედების შთამომავალი ჰოლივუდური გარეგნობითა და პოლიტიკური ამბიციებით - "აჩვენეთ ჯეკი რესპუბლიკელ ქალებს და  არჩევნებს დემოკრატები მოიგებენ"

"ეს შენი ბრალია, რადგანაც პირბადეს არ ატარებ“ - შერონ სტოუნის და კორონავირუსითაა ინფიცირებული, მსახიობი კი საზოგადოებას ადანაშაულებს