ავტორი:

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

14 აგვისტოს, ავსტრიის პოლიციამ ჩეჩნური დაჯგუფების "მორალის გუშაგები"-ს 6 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა, "Cobra"-მ ჩაატარა. დაკავებულებს შორის 5 მამაკაცი და ერთი ქალია, მათი ასაკი 19-დან 37 წლამდეა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია მობილური ტელეფონები, გაზის (აირის) პისტოლეტი, 5 ათასი ევრო. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში - სხეულის მრავლობითი დაზიანების მიყენებასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებაში, დაკავებულების გარდა სხვა წევრებიცაა და მათი ძებნა გრძელდება.

"მორალის გუშაგები"

პოლიციის მონაცემების მიხედვით, დაჯგუფება "მორალის გუშაგები" ("Стражи морали") 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა. ავსტრიის ორ ქალაქში, ვენასა და ლინცში მათ სახელს, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების მიმართ სულ მცირე 10 დაშინებისა და ცემის ფაქტი უკავშირდება.

დაჯგუფების მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან, იშვიათად მათი პარტნიორები და ოჯახები. "მორალის გუშაგები - ქალებს "ამორალურ" და "ზედმეტად დასავლურ" ქცევაში სდებენ ბრალს. "გუშაგები" უთვალთვალებდნენ ჩეჩნური დიასპორის წევრ ქალებს, თვალს ადევნებდნენ მათ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, ფოტოებს, ვიდეოებს წვეულებებიდან და პლაჟიდან, რომლებშიც ისინი საცურაო კოსტიუმებში არიან, შემდეგ კი მათ მუქარის წერილებს უგზავნიდნენ.

"კართაგენი"

"მორალის გუშაგები" ერთადერთი დაჯგუფება არაა, რომელიც "მორალის" სახელით სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. რამდენიმე წლის წინ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აქტივისტების ონლაინ-საზოგადოებები გაჩნდა, რომლებიც, მოქმედებენ, როგორც "ზნეობის, მორალის მცველები".ასეთი მცველებისგან შექმნილი ონლაინ-საზოგადოების ყველაზე ცნობილი მაგალითი "კართაგენი"-ა ("Карфаген"). იხილეთ სრულად

ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ

პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოები არ გაუვრცელებია

მეცნიერები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც აბის ფორმა აქვს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს დასალევი ვაქცინისგან